რა არის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე

0
164

ბევრმა არ იცის, რა არის კარმა და რა დანიშნულება აქვს მის კარმულ-კოსმიურ მისიას დედამიწაზე. ერთ-ერთ უძველეს რელიგიაში კარმა ჩადენილს ნიშნავს. კარმა ნებისმიერი მიზანმიმართული და განზრახი ქმედებაა, რომელსაც თავისი შედეგი აქვს. ამასთან, აზრიც და სიტუაციაც ქმედებად ითვლება.

ასტროლოგიურად კარმას თავისი კანონი აქვს, კარმის კანონი მოქმედებს ისე, რომ თითოეული ჩვენი მოქმედება მომავალში აღიბეჭდება და შესაძლოა, წინ დაგვხვდეს.

თითოეული ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე და შესაბამისად, თავისი მიზანი კარგად უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს ის, რასაც კოსმოსი უქადის. ეს ადამიანებს თავისი მდგომარეობის უკეთ გაცნობიერებაში ეხმარება.

წაიკითხეთ და გაიაზრეთ ქვემოთ მოყვანილი ტექსტი და გაიგეთ, რა არის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე.

ვერძი – თქვენ დაიბადეთ იმ დროს, როცა ბუნება გაღვიძებას იწყებს. ეს პერიოდი თქვენთვისაც გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს. სწორედ ამ დროს მოგეცემათ უამრავი ენერგია. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, გაუნაწილოთ ენერგია სხვა ადამიანებს. დაეხმაროთ უმწეოებს. იყავით გულღია, კომუნიკაბელური, ქველმოქმედი და ადვილად შეძლებთ საკუთარი ბედნიერების მოპოვებას.

კურო – თავისუფალი სივრცე და ლამაზი გარემო დაგეხმარებათ იმაში, რომ შეძლოთ თვითრეალიზება და ჰარმონიული განვითარება. მეტი კონტაქტი იქონიეთ ახლობლებთან. ნუ იქნებით დიქტატორი. მეტი ყურადღება მიაქციეთ, რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები. გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

ტყუპები – უნდა შეძლოთ ორ ადამიანს შორის მშვიდობის მისიის შესრულება, იბრძოლეთ თქვენი სიმართლისთვის და გარშემო ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. ამით ჰარმონიულ გარემოს შეიქმნით და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ.

კირჩხიბი – ისწავლეთ დღევანდელი დღით ტკბობა. თავი დაანებეთ წარსულზე ფიქრს, მომავალში უკეთესი რამ შეიძლება მოხდეს და მასზე იყავით ორიენტირებული. აწმყოში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

ლომი – შეეცადეთ, გარემოცვა და სამყარო ისეთი მიიღოთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. ასე, გაიუმჯობესებთ ურთიერთობებს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე კოლეგებთან. ამით კი ცხოვრებაც გაგიადვილდებათ და თქვენს კარმულ მისიასაც ადვილად დაძლევთ.

ქალწული – თქვენთვის მთავარია გონების მომართვა და შრომისუნარიანობის გამოვლენა, რათა საწადელს ადვილად მიაღწიოთ. ნუ იქნებით სხვების ხელის შემყურე და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. მთავარია, არ მოადუნოთ ყურადღება, ყური უგდეთ ინტუიციას და ის მიგიყვანთ საჭირო ადგილამდე. ისწავლეთ მოთმენა – სწორედ ამას გავალებთ თქვენი კარმა.

სასწორი – შეხედეთ სამყაროს სხვა თვალით და აღიქვით მოვლენები ისე, როგორც არის. დაფიქრდით – ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე იყოთ რეალისტი.

მორიელი – იყავით დაკვირვებული და დაიცავით ზომიერების გრძნობა. გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობებს. თქვენი კარმული მისიაა, ადეკვატურად მიჰყვეთ მოვლენებს და სწორად მოახდინოთ რეაგირება.

მშვილდოსანი – უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ნუ იტყვით უარს სხვების დახმარებაზე, მაგრამ ნუ ჩაერევით სხვის საქმეში მათი თხოვნის გარეშე. თქვენი კარმული მისიაა, ყური უგდოთ გულის კარნახს, არ დაზოგოთ შესაძლებლობა და ენერგია საქმეში და იყოთ გულისხმიერი სხვების მიმართ.

თხის რქა – ნუ აჰყვებით ემოციებს. გარშემო მყოფები თქვენგან მხოლოდ სიმართლეს ელიან და ეს თქვენი კარმული მისიაცაა დედამიწაზე. უნდა იყოთ მაგალითი სხვებისთვის. ამიტომ, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. იყავით ოპტიმისტი და ეს წინსვლაში დაგეხმარებათ.

მერწყული – იყავით რეალისტი. მეტი გულისყურით აკეთეთ ის საქმე, რაც ითავეთ. გახსოვდეთ, ამქვეყნად იმისთვის მოხვედით, რომ გარშემო მყოფებს ცხოვრება გაულამაზოთ. თქვენი მთავარი კარმული მისიაა, იყოთ დამთმობი, ჰუმანური და მეტად კომუნიკაბელური. ეს ბარიერებისა და პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ და წარმატებებსაც მოგიტანთ.

თევზები – ხშირად იცვლით აზრს და სხვების ზეგავლენის ქვეშაც ადვილად ექცევით. თქვენი კარმული მისიაა, სხვებზე იზრუნოთ, დაეხმაროთ მათ და საქმეს შემოქმედებითად მიუდექით. ისწავლეთ თქვენი ძალისხმევის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება. დაისახეთ მიზანი და ყველა ღონე იხმარეთ მის მისაღწევად. წყარო

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ