რატომ უნდა გეწყოთ საძინებელ ოთახში ლითონის ნივთები

0
479

ოჯახის სიმყუდროვისთვის საჭიროა, ერკვეოდეთ, სად არის თქვენს სახლში აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარე. ასევე, უნდა იცოდეთ, თითოეული კუთხე რომელ ზონას შეესაბამება, საიდან შემოედინება დადებითი ენერგია, გაედინება უარყოფითი და ასე შემდეგ.

სამხრეთ-დასავლეთი სიყვარულის ზონაა, სამხრეთ-აღმოსავლეთი – სიმდიდრის, ჩრდილოეთი – კარიერის. თუ სიყვარულის ზონის გააქტიურება გინდათ, ამ კუთხეში უნდა დააწყოთ მინის სტატუეტები ან ლოტოსის დეკორატიული ყვავილები. ამით, გარანტირებული გექნებათ მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობა. ის, ასევე, კარგია საქმიანი ადამიანებისთვის, კარიერული წარმატებების მიღწევის თვალსაზრისით.

სიმდიდრის ენერგიის მოსაზიდად გამოგადგებათ ჩინური მონეტები, რომლებიც მინის ჭურჭელში უნდა ჩაყაროთ და დადგათ შემოსასვლელში. ასევე, კარგია ამავე ადგილას ზარების დაკიდება, რადგან მისი ხმა ნეგატიურ ენერგიას აფრთხობს. ამით სახლის აურაც იწმინდება.

ქოთანში ჩარგული ბარაქის ხე სიმდიდრის სიმბოლოა და აუცილებლად სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანუ სიმდიდრის ზონაში უნდა დადგათ. სახლის აღმოსავლეთი მხარე ოჯახის სიძლიერის ზონად მიიჩნევა, დასავლეთი კი, შემოქმედებითი ადამიანებისთვისაც ნაყოფიერი ზონაა. ამიტომ, სამუშაო მაგიდა სწორედ ამ ადგილას უნდა დადგათ.

გაითვალისწინეთ, რომ გადატვირთული ოთახები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ბედსა და გუნება-განწყობაზე. ასევე, აფერხებს ბედნიერების ენერგიის მოზიდვას. ამიტომ, ისე გადაანაწილეთ ავეჯი და ნივთები, რომ ბინაში მეტი სივრცე გამოჩნდეს. ამასთან, ავეჯი გადააადგილეთ ხშირად, რათა თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები შემოვიდეს.

ლითონის ნივთები დააწყვეთ საძინებელსა და სააბაზანოში და მიაქციეთ ყურადღება, ფერს ხომ არ იცვლის. თუ ოჯახში დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგიაა დაგროვილი, დიდი შანსია, ლითონის ნივთებმა ფერი იცვალოს.

მეუღლესთან ურთიერთობის დასარეგულირებლად კი ხშირად დაანთეთ იისფერი და ყვითელი სანთლები ლითონის შანდალში და დადგით საწოლოთახში. სანთლების ენერგეტიკა აძლიერებს ლითონის ენერგეტიკასა და მაგიურ თვისებებს. ის აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ