რატომ არ შეიძლება ძველი ტანსაცმლის გაცემა თუნდაც უპოვარ ადამიანებზე

0
470

ღირს კი ძველი ნივთების ასე ხელაღებით თავიდან მოშორება? – ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მიხედვით, თუ მათი გაცემის წესებს არ დავიცავთ, შეიძლება ამით საკუთარ თავს ვავნოთ. როგორ? – ამ ყველაფერს შეიტყობთ აქ. თემაზე ეზოთერიკოსი საუბრობს.

– ყოველ ახალ სეზონზე, როცა კარადების მოწესრიგებასა და ნივთების გადარჩევას შეუდგებით, ბევრი თქვენგანი საკმაო რაოდენობის ძველ ნივთს უყრის თავს. ყველაფერს პაკეტებად ახარისხებს და შემდეგ სანაგვეზე ყრის ან ეკლესიაში მიაქვს უპოვართათვის. თუმცა ხალხური მინიშნებები გვაფრთხილებს, რომ ზოგჯერ ამის გაკეთება არ ღირს. ამ, ერთი შეხედვით, მადლიანმა საქციელმა შეიძლება უსიამოვნება მოგიტანოთ.

– რა ნივთებს გულისხმობთ?

– შემიძლია გაგაცნოთ და თან, გირჩიოთ, სწორად როგორ მოიშოროთ ეს ძველმანები თავიდან, შედეგად უსიამოვნება რომ არ მოჰყვეს ავადმყოფობის, სიღარიბისა თუ მარტოობის სახით. როგორც მოგეხსენებათ, საკუთარი ნივთების თავიდან მოშორების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია, მათი ეკლესიაში მიტანა – იქ ხომ ყოველთვის ბევრია ღარიბი და უქონელი, ვისაც ტანსაცმელი სჭირდება. მაგრამ, კითხვაზე იმის შესახებ, მიიტანოთ თუ არა ეს ნივთები ეკლესიაში, ხალხური მინიშნებები კატეგორიულად გპასუხობთ, რომ – არა. საქმე ისაა, რომ ტანსაცმელს, რომელსაც გაჭირვებულ, უმწეო ადამიანებს ურიგებთ, საკუთარ კეთილდღეობასაც თან ატანთ, რის სამაგიეროდ, შეიძლება ავადმყოფობა, უბედურება და ფსიქიკური დარღვევებიც კი მიიღოთ.

– რას უკავშირდება ეს?

– ადამიანსა და სამოსს შორის, რომელსაც ის სხეულით ატარებს, მყარდება ენერგეტიკული კავშირი. აქედან გამომდინარე, როცა თქვენს ნივთს ვინმეს აძლევთ, ამით, ქსოვილის ნაჭერთან ერთად, მას სულსაც თან ატანთ, რაც უარყოფითად აისახება თქვენს მომავალსა და კეთილდღეობაზე. სწორედ ძლიერი სულიერი კავშირის გამო იყო, რომ ძველად ჯადოსა და მაგიური რიტუალებისთვის ტანსაცმელს იყენებდნენ. ასეთი პრაქტიკა შავი მაგიის მსახურებს შორის დღესაც საკმაოდაა შემორჩენილი. მაგრამ, თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ გაჭირვებულებს დაეხმაროთ და თქვენი ტანსაცმელი გადასცეთ, უნდა მოიქცეთ სწორად და ამის ტექნიკა არსებობს. გასაცემი სამოსი აუცილებლად გარეცხეთ. იდეალურია, თუ ტანსაცმელს მანქანაში, სარეცხი ფხვნილით გარეცხვის შემდეგ, ნაკურთხ წყალს მოასხამთ. შემდეგ კი დაანთებთ საეკლესიო სანთლებს და ლოცვასაც წარმოთქვამთ. ასეთი რიტუალით მთელი თქვენი ენერგეტიკული „კრებულის“ გაწმენდას შეძლებთ, რაც მოსალოდნელ უსიამოვნებას თავიდან აგაცილებთ. განსაკუთრებულ რიტუალს მოითხოვს ფეხსაცმელი – გარდა სარეცხი ფხვნილით მისი გულმოდგინედ გარეცხვისა, მნიშვნელოვანია, ზედ მარილი მოაბნიოთ ან პატარა ტილოს ტომსიკით შიგ, ფეხსაცმელში მოათავსოთ. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, რომ ადამიანის ენერგეტიკა ქუსლების მეშვეობით გაედინებაო და ამიტომაცაა, რომ ყველაფერს, რასაც ფეხზე იცვამთ, განსაკუთრებული კავშირი აქვს თქვენს მენტალურ სხეულთან.

– არის ისეთი ნივთები, სახლიდან არასდროს რომ არ უნდა გავცეთ?

– არის ნივთები, რომელთა გაცემაც უსასყიდლოდ არ შეიძლება და მათ შორისაა, არა მხოლოდ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, არამედ სხვა საგნებიც. ასეთებია: ლეიბი, ბალიში, ლოგინის გადასაფარებელი და თეთრეული; ქვედა საცვალი, მაისური, პიჟამა, კეპი, ქუდი, თავსაფარი, საფულე, ჩანთა, პორტმანი. ასე რომ, კარგად დაიმახსოვრეთ, ყველაფერი, რაც თავს, შიშველ სხეულს, ფეხებსა და ფულს უშუალოდ ეხება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ სხვას. და მაინც, თუ ეს ძალიან გინდათ, ნივთები ზემოთ შემოთავაზებული ტექნოლოგიით გაწმინდეთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ