რატომაა კოდი-1-ის სახელის მქონე ადამიანი ერთადერთი და განუმეორებელი

0
183

იცით, რა საიდუმლოა დამალული საკუთარ სახელში? – შეიტყობთ, თუ თქვენი სახელის ციფრულ კოდს გამოთვლით. სწორედ მისი საშუალებით ამოხსნით ბედის საიდუმლოს, რომელიც მშობლებისგან გერგოთ. მოგწონთ საკუთარი სახელი? რა აიძულებს ზოგს შეიცვალოს ის? და როგორ შეიძლება ეს თქვენვე შემოგიბრუნდეთ, – ამ ყველაფერზე პასუხს ინტერვიუდან მიიღებთ, რომლის რესპონდენტიც გახლავთ ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია ლ.

– საკუთარი სახელი ყველას აქვს, რომელიც მშობლებმა დაბადებისთანავე უსახსოვრეს. მოდი, გამოვთვალოთ სახელის კოდი და ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ბედის შეცვლა სახელის შეცვლით.

– სახელის მიხედვით როგორ გამოითვლება ეს კოდი?

– კოდის გამოსათვლელად, უპირველესად, უნდა იცოდეთ, თითოეული ასოს შესაბამისი ნომერი. ყველაფერი კი ძალიან მარტივია. სულ 9 ციფრია და მათი ანბანთან შესაბამისობა ასეთია: 1 – ა, კ, ტ, ძ; 2 – ბ, ლ, უ, წ; 3 – გ, მ, ფ, ჭ; 4 – დ, ნ, ქ, ხ; 5 – ე, ო, ღ, ჯ; 6 – ვ, პ, ყ, ჰ; 7 – ზ, ჟ, შ; 8 – თ, რ, ჩ; 9 – ი, ს, ც. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგის სრული, ოფიციალური სახელია, მაგალითად, თამარი, რომლის კოდის მისაღებად, ასოების ნაცვლად ჩასვამთ შესაბამის ციფრს. ამ შემთხვევაში თამარი ასე გაიშიფრება 8+1+3+1+8+9=30= 3+0= 3. მაგრამ, სახლში ის ყველასთვის თაკოა (8+1+1+5=15=1+5=6). პირველი ვარიანტის კოდია „3“, მეორესი კი „6“. ამიტომ, განიხილეთ ორივე ვარიანტი, ერთი ოჯახისთვის მეორე – ოფისისთვის. გამოდის, მეგობრებთან ერთი ადამიანი ხართ, სამსახურში კი სრულიად განსხვავებული. მიიღებთ ერთგვარ მოკლე ნუმეროლოგიურ პორტრეტს. ყველა რიცხვს საკუთარი გავლენა აქვს ჩვენზე და ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ. მაშ ასე, ზემოთ ნაჩვენები სქემის მიხედვით გამოთვალეთ საკუთარი რიცხვითი კოდი და გაიგებთ, რა თვისებები გერგოთ მისგან.

– ვიწყებთ, რა თქმა უნდა „1-დან“…

– „1“ – ის ყოველთვის უკანმოუხედავად ისწრაფვის მხოლოდ წინ და პირდაპირ მიზნისკენ. ის ბუნებით ლიდერი, ორგანიზატორი, ერთადერთი და განუმეორებელია. „1“ ეს დამოუკიდებლობაა და ამიტომაც გასწავლით, რომ „1” ნიშნავს „მეს”, ესე იგი, უნდა შეეცადოთ დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ თავს და თქვენს ძლიერ მხარეებს. „2“ – ამ ციფრს არ უყვარს მარტო ყოფნა, ის ყოველთვის ეძებს მეწყვილეს, კომპანიას. მაგრამ „2“ რუხი კარდინალია, რადგან 1+1-სგან შედგება და შეიძლება ითქვას, ლიდერია კვადრატში. მან ყოველთვის იცის საკუთარი თავის ფასი და გირჩევთ, ყველაფერს ნუ იტვირთებთ თქვენს მყიფე მხრებზე, მნიშვნელოვანია წონასწორობის შენარჩუნება. უფლებამოსილება სხვებსაც გაუნაწილეთ, მაგრამ მართვის სადავეები არასდროს გაუშვათ ხელიდან. „3“ – სიმსუბუქის, მხიარული განწყობის ციფრია. მაგრამ იმდენად მიმნდობია, რომ არსებობს რისკი, სხვებმაც ისარგებლონ ამით. თუმცა აქვს დიდი პლუსიც: იცის, როგორ არ მიიღოს ყველაფერი ძალიან სერიოზულად. ამიტომ, ნერვული სისტემა სხვებთან შედარებით უფრო სტაბილური აქვს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გულთან ნუ მიიტანთ, ამოშალეთ თქვენი ლექსიკიდან სიტყვა „პრობლემა“, არ დაკმაყოფილდეთ მიღწეულით და გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვით. „4“ – ეს საძირკველი, საყრდენია ფეხქვეშ, ამიტომაც ამ კოდის პატრონი ყოველთვის მისკენ ისწრაფვის, თუნდაც საძირკველი გაიბზაროს. ამ დროს ღრუბლებში კი არ იფრენს, ახალ მიზანს დაისახავს. მან იცის, რომ მანანა ზეციდან არ ცვივა, მხოლოდ ყოველდღიური შრომით შეიძლება მოიპოვო გამარჯვება. სამყარო კი საკმაოდ დიდსულოვანია და გარჯისთვის უხვად დაგაჯილდოვებთ. ზოგადად, იცით რა არის თქვენი დანიშნულება.

– „5“ ალბათ, ნამდვილი „ხუთოსანია“?

– „5“ – ყველაზე არაპროგნოზირებადი ციფრია. ის ავანტიურისტია და უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, დღესასწაულები და რისკი. მისი ცხოვრებისეული პრინციპია: ან ყველაფერი, ან არაფერი. ანუ, „თუ შეყვარებაა, მე დედოფალს ვირჩევ”. ერთი მხრივ, ის ადამიანი-დღესასწაულია, რომელსაც გეგმები ყოველდღიურად ეცვლება, მაგრამ მეორე მხრივ – მოქნილი, ცნობისმოყვარე და საზრიანია.„6“ – სახლის სიმბოლოა, შესაბამისად: „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“ და ამით ყველაფერი ნათქვამია. ის სახლის პატრონი, განმრიგეა და ასევე, ჰარმონიის სიმბოლოც. „ექვსი” არის ოჯახი, ქორწინება, სხვებზე ზრუნვა, სიყვარული მეზობლების მიმართ და შესაძლებლობა, სიხარული მიანიჭოს ოჯახსაც და მეგობრებსაც. თქვენთვის ოჯახის კეთილდღეობა ყოველთვის პირველ ადგილზეა. „7“ – უპირველეს ყოვლისა, ცნობისმოყვარეობაა – მანამდე არ დაიძინებს, სანამ დედამიწისა და ცის ყველა საიდუმლოებას არ გაიგებს, სანამ ყველაფერს ძირისძირობამდე არ ჩაჰყვება. მთავარია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს და გამოიყენოს ის ყველგან. მოგეხსენებათ, ვინც ინფორმაციას ფლობს, სამყაროს ბატონ-პატრონიც ისაა. თუმცა „შვიდიანს“ არ უყვარს აურზაური და მხოლოდ სიჩუმეში ფიქრობს მაღალ მატერიებზე. „8“ – ძალა, თავდაჯერებულობა, მიღწევის სურვილია. ის უსასრულობის სიმბოლოა და, შესაბამისად, გამეორებათა რაოდენობაა – ყველაფერი წრეზე ტრიალებს. მაგრამ ესეც კარგია, რადგან გეძლევათ შესაძლებლობა, ამ წრეს ნებისმიერ დროს დააღწიოთ თავი და მსგავსი სიტუაცია შემდეგ ჯერზე აღარ განმეორდეს. ეს ციფრი არ მოითმენს ზეწოლას გარედან, მაგრამ შეიძლება თავად მოინდომოს ყოველთა გამგებლის პოზიცია, რომელიც ძალიან ძნელად მოიპოვება.

– ძალიან მაინტერესებს „9“, როგორც გამოვთვალე, ჩემი კოდია…

„9“ – მიღწევა და წარმატებაა: სრული თავდადება და მზადყოფნა ნებისმიერი ცვლილებისთვის. „ცხრიანი” თავდაუზოგავი და დიდსულოვანია, გვასწავლის, რომ სხვებს დავეხმაროთ და შემდეგ ისინიც გამოგიწვდიან ხელს. თქვენი ამოცანაა: გასცეთ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მოითხოვოთ, თუმცა გწამდეთ, რომ არც თქვენ დარჩებით ხელცარიელი. „9” სიბრძნეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გასცე ყველაფერი, ვთქვათ, მემკვიდრეობა მარცხნივ და მარჯვნივ დაარიგო. ამ ფარული ზრახვის აზრი სწორედ ის არის, რომ იპოვოთ ოქროს შუალედი. აი, დავახასიათეთ ყველა ციფრი. გაქვთ ასეთი თვისებები? იცნობთ საკუთარ თავს?

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ