კვირის დღეების პროგნოზი

0
203

ორშაბათი

მოიმატებს ინტუიცია. კარგია ახალი პარტნიორული ურთიერთობები, ვაჭრობა. მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილმდებარეობის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, აქატი, მარგალიტი, მწვანე იასპი, რუხი ტოპაზი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, სესხის აღებას, ადგილსამყოფლის შეცვლას. ატარეთ თეთრი, ცისფერი, მწვანე, იისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, აქატი, ამეთვისტო, ოპალი, რუხი ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგი დღეა ცვლილებებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ვაჭრობისთვის. მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობას, სესხის აღებას. მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა. ატარეთ ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე, წითელი, ყვითელი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, ალექსანდრიტი, ოპალი, ბრილიანტი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება კუჭი, მკერდი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

მოერიდეთ ფიზიკურ და სულიერ გადაღლას, ფინანსურ გარიგებებს, ქორწინებას. კარგია მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ. კარგია თმის შეჭრა, საყიდლების გაკეთება. მოერიდეთ ქორწინებას, ფინანსურ გარიგებებს. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იყავით ყურადღებით და ფრთხილად. გადადეთ მნიშვნელოვანი და ახალი საქმეები. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, მოლაპარაკებებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ადგილსამყოფლის შეცვლას, ფულის სესხება-გასესხებას. ატარეთ ყვითელი, ბეჟი, მწვანე, ნარინჯისფერი ან თეთრი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

კვირა

კარგია ტექნიკის შეძენა, ვაჭრობა, დიეტის დაწყება, ხეხილის დარგვა. მოერიდეთ ქორწინებას, ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ ვერცხლისფერი, მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ყავისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ყვითელი ან მწვანე იასპი, ქრიზოპრაზი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ