თქვენი ხასიათის ყველაზე აუტანელი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

0
1584

ვერძი

ძალიან ხმამაღლა ცხოვრობთ და თანაც უბოდიშოდ. არ შეგიძლიათ მოითმინოთ ის სიტუაცია, სადაც საკმარის ყურადღებასა და აღიარებას ვერ პოულობთ – უბრალოდ, დგებით და მოდიხართ. სულაც არ ფიქრობთ, რომ აუტანელი ხართ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ თქვენი აგრესიული გულახდილობის გამო, დიდი შანსია, რომ აუტანელი მართლაც იყოთ.

კურო

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, თანატოლებზე მეტად ზრდასრული და გონიერი ხართ, შესაძლებელია უკიდურესად ჯიუტიც კი იყოთ. ასევე, განსაკუთრებით რთულია თქვენი აუტანელი მესაკუთრეობის მიღება – შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს მნიშვნელობა, რომ თქვენს შეყვარებულს თავისი ყოფილი ფეისბუქფრენდებში ჰყავს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ეჭვიანობით კვდებით.

ტყუპი

სიტუაციის ყველა მხარეს განიხილავთ, მაშინაც კი, თუ არცერთის გაკეთებას არ აპირებთ. იმდენად მეწვრილმანე ხართ, რომ ყველა ვარიანტის განხილვისას ყოველთვის ყველას სამი ნაბიჯით წინ უსწრებთ. ეს სულაც არ იქნებოდა პრობლემა, დინჯი და მშრომელი ადამიანი რომ იყოთ, თუმცა თქვენი პიროვნებისთვის ხასიათის ეს დამატებითი ელემენტი კიდევ უფრო აუტანელს ხდის თქვენთან კომუნიკაციას.

კირჩხიბი

იმდენად მგრძნობიარე ხართ, რომ ყველა ადამიანის ყველა შესაძლო განცდაზე ფიქრობთ. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იმ ადამიანებთან ხართ, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. მოსწონს კი მას თქვენთან კომუნიკაცია? ზედმეტად ხომ არ აწუხებთ? ზედმეტად ჩუმად ხომ არ ხართ? თავს უხერხულად ხომ არ გრძნობს?.. იმდენი რამეა გასათვალისწინებელი და მზად ხართ, ყველა დეტალს მოერგოთ. ეს ნამდვილად აუტანელია!

ლომი

საკუთარ თავზე ფიქრობთ, რომ საკმაოდ აუტანელი ხართ და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს სიმართლეა. სხვები ფიქრობენ, რომ ეგოსთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაგრამ თქვენში ყველაზე აუტანელი მეგობრების მიმართ უკიდურესი ერთგულებაა. დიდ დროს ხარჯავთ იმისთვის, რომ იყოთ კარგი მეგობარი, პარტნიორი და როდესაც ვინმე ეჭვის ქვეშ გაყენებთ, ეს მთელ თქვენს მსოფლმხედველობას ანგრევს.

ქალწული

ნამდვილი მოწამე ხართ და სინამდვილეში მხოლოდ იმას ელოდებით, რომ ვინმე ამ თავგანწირვას შენიშნავს, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ხშირად თქვენი თავდადებული მეგობრობა, სიყვარული და შრომა მხედველობის მიღმა რჩება.

სასწორი

ძალიან ტკბილი ადამიანი ხართ, რომელიც არასდროს აპირებთ ვინმეს შეურაცხყოფას. არაფერი გწყინთ უფრო მეტად, როდესაც ვინმე თქვენს შეთავაზებას (ფილმი, კონცერტი ან სულაც ახალი რესტორანი) უარყოფს და შემდეგ სხვასთან ერთად ახორციელებს თქვენს გეგმებს. ვერ ხვდებით, როგორ შეუძლიათ ასე მოქცევა. სინამდვილეში მათ უბრალოდ იციან, რომ ხმას არასოდეს ამოიღებთ – ხშირად კი თქვენი სიჩუმე ძალიან აუტანელია!

მორიელი

თქვენ ხართ მანიპულირების დედოფალი: ზოგი ადამიანი, უბრალოდ, გარშემომყოფების დაყოლიების ნიჭით იბადება და ზოგი – არა, ამიტომ თქვენთან ზედაპირული ურთიერთობაც კი ადვილი სულაც არ არის. ვინ იცის, რა განზრახვებს მალავთ!

მშვილდოსანი

ყველას ეშინია თქვენი სიტყვებისა და გონების – და ეს კარგი მიზეზია. შეგიძლიათ გაბრაზდეთ და იჩხუბოთ, გამოხატოთ საკუთარი აზრი და ხშირად შეურაცხყოფაც კი მიაყენოთ უცნობ ადამიანს. დიახ, სწორედ ამიტომ ითვლებით ერთ-ერთ ყველაზე აუტანელ ადამიანად.

თხის რქა

ცდილობთ სიტუაციიდან დისტანცირებას, როდესაც დრამატული მომენტები დგება, მაგრამ გულის სიღრმეში იცით, რომ დრამის დედოფალი ხართ. ვინმესთან კონფლიქტში შესვლა თქვენთვის პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, თანაც ისე, რომ სიტუაციის ბოლომდე შეინარჩუნებთ ცივ გამომეტყველებას და მკაცრ სიტყვებს. და დიახ, ეს ძალიან აუტანელია!

მერწყული

ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ, მაგრამ როდესაც რამე ხდება, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს მკაცრ ექსტერიერს, ძალიან განიცდით. იცით, რომელია თქვენი ღამის კოშმარი? როდესაც ვიღაცას თქვენი შთამბეჭდავი იდეა მოსწონს! დიახ, ყველაზე მეტად საკუთარი ორიგინალობისა და გენიალურობის გამარტივების გეშინიათ, მაგრამ გიფიქრიათ, როგორი აუტანელია, როდესაც ადამიანი მუდამ განსხვავებულობისკენ მიისწრაფვის?

თევზები

ძალიან მგრძნობიარე ხართ, მაგრამ სულელი – ნამდვილად არა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აშკარად მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობთ, სხვა ადამიანისთვის გულისტკენა ნამდვილად შეგიძლიათ. ოჰ, ის ვერ ახერხებს თქვენთვის პასუხის გაცემას, მაგრამ ონლაინააა? დროა გამოაქვეყნოთ 27 პოსტი, რათა დაანახოთ, რომ სულაც არ გახსოვთ მისი არსებობა.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ