თუ ამ ფერების ტანსაცმელს ხშირად ჩაიცვამენ, უფრო ენერგიულები ხდებიან – თქვენი პოზიტიური ფერი ზოდიაქოს მიხედვით

0
674

თქვენზე დიდი გავლენა აქვს იმ ფერს, რომლის გარემოცვაშიც იმყოფებით. ასტროლოგიურად, ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი ფერი აქვს. ამიტომ, სწორედ მასზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, ხშირად ჩაიცვათ ამ ფერის სამოსი და გახდეთ უფრო იღბლიანი და წარმატებული.

ვერძი

წითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევთ ძალა, ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიონ. ამასთანავე, ვერძებს მართავენ კონტრასტული ფერები ყვითლისა და ლურჯის შერწყმით. ვერძებს არ იზიდავთ კონფლიქტური სიტუაციები და არც აგრესიულები არიან. ეს ფერები კი მათ ხასიათს უსვამს ხაზს.

კურო

მწვანე ფერის ყველა ტონი, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერი. აღნიშნული ფერები კუროებს იმედით ავსებს, განაპირობებს მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას. ხელს უწყობს მათ რაციონალურ აზროვნებას. ამ ფერების დახმარებით კუროები ყოველთვის რეალურად აღიქვამენ გარემოებებს და საღად აფასებენ.

ტყუპები

იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. რუხი ტყუპებს ეხმარება, სერიოზულად განეწყონ ამა თუ იმ სიტუაციისადმი და მეტი ყურადღება გამოავლინონ მცირე დეტალებისადმი. მწვანისა და ყვითლის დახმარებით, ოპტიმიზმით ივსებიან და მხიარულად უყურებენ საკუთარ ცხოვრებას. იასამნისფერი კი მათ დამაჯერებლობას მატებთ.

კირჩხიბი

თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის განსაკუთრებით კარგია მწვანე ფერის სამოსი, რათა თავი მშვიდად და სტაბილურად იგრძნონ, ენდონ საკუთარ ინტუიციას და იყვნენ ენერგიულები.

ლომი

მუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროსა და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ. ნარინჯისფერი ყველაზე თბილი და პოზიტიური ფერია, ამიტომ ლომის ზოდიაქოს ნიშანს ამ ფერის ტანსაცმლის ხშირად ტარება ენერგიით ავსებს, დამაჯერებლობას მატებს და ეხმარება, იპოვოს ზღვარი სურვილებსა და რეალობას შორის.

ქალწული

თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ეს ფერები ხელს უწყობს ქალწულებს, მუდამ აკონტროლონ საკუთარი თავი და იყვნენ ხალისიანები. ნაცრისფერი ტანსაცმელი პედანტურობას უსვამს ხაზს, გეხმარებათ, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი.

სასწორი

ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. ეს ფერები ხაზს უსვამს ამ ზოდიაქოს ნიშნის არაორდინარულ და პიკანტურ ხასიათს. ამ ფერის ტანსაცმელი თქვენში სიმშვიდეს განაპირობებს.

მორიელი

მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი, წითლის სხვადასხვა ტონი და ყვითელი. მორიელები ემოციურობით გამოირჩევიან, ეს ფერები კი ზუსტად გადმოსცემენ მათ შინაგან სამყაროს. თუ ამ ფერების ტანსაცმელს ხშირად ჩაიცვამენ, ისინი მომთხოვნები, ენერგიულები და კომუნიკაბელურები ხდებიან.

მშვილდოსანი

ცისფერი, ლურჯი, იასამნისფერი და მწვანე. ამ ფერის ტანსაცმელი აღნიშნავს იმას, რომ მეტად კომუნიკაბელური ხართ, ხაზს უსვამს თქვენს იდუმალ ხასიათს და მეტად სასურველს გხდით.

თხის რქა

ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფრით, დამთავრებული შავით. როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები დიდი ფანტაზიით არ გამოირჩევიან. მათთვის მისაღები ფერთა გამაც სწორედ მათ ხასიათს უსვამს ხაზს. თხის რქებს უყვართ მკაცრი ტონი, რაც მათ კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის იმიჯს უქმნით.

მერწყული

ყვითელი, ცისფერი, თეთრი – ეს ფერები ხაზს უსვამს მერწყულების სათუთ და ნაზ შინაგან სამყაროს. აღნიშნულ ფერთა გამა ამ ზოდიაქოს ნიშანს დადებითად და პოზიტიურად განაწყობს. მათი დახმარებით მერწყულები მეტად მოსიყვარულენი და ყურადღებიანები ხდებიან.

თევზები

იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი – ეს ფერები თქვენს იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მიუთითებს. ასევე, აღნიშნავს, რომ თქვენთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და სასიამოვნო კომპლიმენტები აუცილებელია.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ