„ეს ენერგია რეალური წარმატებისკენ გიბიძგებთ“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს ზოდიაქოს ნიშნებმა

0
684

მნიშვნელოვანია, რომ 8 აპრილი გონივრულად დავგეგმოთ, დრო სასარგებლო საქმეებს დავუთმოთ, წინსვლისკენ ნაბიჯები გადავდგათ, რაიმეს შესწავლა დავიწყოთ, ვარჯიში გადავწყვიტოთ…

ყველაზე ძლიერად აღნიშნული დღის ენერგიას ვერძი, სასწორი, კირჩხიბი და თხის რქა იგრძნობს. შესაძლოა, ემოციურად რთული პერიოდი გქონდეთ, მომატებული შფოთვა იგრძნოთ და კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ. ამიტომაც, შეეცადეთ, დაისვენოთ და დღე მშვიდად გაატაროთ.

ქალწულებსა და ტყუპებს ძველი ვალდებულებების შესრულება მოუწევთ და ვეღარ გადადებენ იმ საქმეებს, რომლებსაც აქამდე აჭიანურებდნენ. თუმცა, სამსახურში კარგი ამბები გელით. შესაძლოა, დაწინაურების, აღიარების, ხელფასის გაზრდის შესახებაც კი გაიგოთ ინფორმაცია.

მორიელები და ლომები თავს გაცილებით მშვიდად იგრძნობენ და ექნებათ შესაბამისი ენერგია, რომ მიზნები რეალობად აქციონ.

კუროსთვის, მერწყულისთვის, მშვილდოსნისა და თევზებისთვის ეს ასტროლოგიური მოვლენა ნამდვილად იღბლიანი და სასარგებლო აღმოჩნდება. გექნებათ განცდა, რომ შეგიძლიათ, მთები გადააადგილოთ. ეს ენერგია კი რეალური წარმატებისკენ გიბიძგებთ. არც კომუნიკაცია გაგიჭირდებათ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ საქმეებზე კონცენტრირდეთ.

ახალი მთვარე გიბიძგებთ, უფრო მეტი დრო საკუთარ თავსა და სხეულს დაუთმოთ და სცადოთ ყველაფერი, რაც აქამდეც გინდოდათ, მაგრამ გამბედაობა, მოტივაცია და შემართება არ გყოფნიდათ.

შეწყვიტეთ ოცნება და გადადგით რეალური ნაბიჯები. კონკრეტული ქმედებები წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანთ.

დაუთმეთ დრო ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს. გაიხსენეთ სასიამოვნო მოგონებები, მოაწყვეთ ოჯახური შეკრება, ან სადმე გაისეირნეთ. ამ დღეს მიღებული სითბო და სიყვარული კიდევ დიდხანს გაგყვებათ და ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მოტივაციას მოგცემთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ