გაეცანით ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგს მოთმინების უნარის მიხედვით

0
2402

ვისაც მოთმინების უნარი არ გააჩნია, ის ხშირად არის გაღიზიანებული და უფრო სწრაფად „ფეთქდება“, ეს კი მას ხელს უშლის მიზნების მიღწევასა და ახლობლებთან ურთიერთობებში.

1. კურო

თუ გაინტერესებთ, გაიგოთ, ვინ არის მოთმინების ეტალონი – გაიცანით, ეს კუროა. მას ყველაზე მეტის მოთმენა შეუძლია ცხოვრებაში და ამ თვისების წყალობით აღწევს მიზნებს. კურო არ დაშორდება თავის საყვარელ ადამიანს, როცა გაიგებს, რომ მას მძიმე ხასიათი აქვს, ის არ დაწერს განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ, როცა მასზე ხელმძღვანელობა ზეწოლას ახდენს. ის მოითმენს და ვითარებას თავის სასარგებლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლის – მისი რკინისებრ მოთმინებას ხომ საოცარი სიჯიუტე ემატება. მაგრამ მოთმინება კუროსაც არა აქვს უსაზღვრო და დაე, ყველა გაფრთხილდეს, მისი მოთმინების ფიალა თუ ამოიწურა.

2. სასწორი

სასწორებს აქვთ საოცარი თვისება – ვითარება გარშემო მოაგვარონ და ყველა დააშოშმინონ, შეარიგონ. თუნდაც მათზე ზეწოლას ახდენდნენ, ისინი არასდროს შეიმჩნევენ, რადგან მშვენივრად ესმით, რომ აგრესია აგრესიას ბადებს. ისინი ოპონენტს მშვიდად განუმარტავენ, ეტყვიან თავიანთ სათქმელს, ასევე მისცემენ მას საშუალებას, რომ გამოთქვან თავიანთი აზრი და ასე მოაგვარებენ კონფლიქტს. ამგვარი დამოკიდებულება მათ საშუალებას აძლევს, ფუჭად არ დახარჯონ შინაგანი ენერგია და ის მხოლოდ ძვირფასი, ფასეული რამის შექმნას მოანდომონ.

3. თხის რქა

თხის რქები საკმაოდ იდუმალი პიროვნებები არიან. მათი დახასიათება შეიძლება, როგორც თავისებური აზრების, ემოციებისა და გრანდიოზული გეგმების ჭურჭელი, რომელიც საერთოდ არ ცდილობს, თავისი ენერგია მიმოფანტოს და გარშემომყოფებს გაუზიაროს. მთელ თავის პოტენციალს თხის რქები ხარჯავენ თვითრეალიზაციაზე, საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ან სამსახურებრივ დაწინაურებაზე. ამასთან, ისინი გამოირჩევიან ფენომენური ამტანობით, ამიტომ, თუ გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავენ, მზად არიან, ელოდონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ამასთან, არასდროს იხევენ უკან საკუთარი მიზნებისა და გეგმებისგან.

4. მორიელი

მორიელებს მშვენივრად შეუძლიათ საკუთარი ემოციების გაკონტროლება და გარშემომყოფებს ამ ემოციებს არ აჩვენებენ, ეს მათი ერთ-ერთი კოზირია. მორიელებისთვის უცხო არ არის კონფლიქტური სიტუაციები, მაგრამ ისინი ავლენენ მოთმინებას, არ აჩვენებენ, რომ გაღიზიანდნენ ან გაბრაზდნენ. ენერგიის აკუმულირებას შიგნით ახდენენ და აუცილებლად შეიმუშავებს შურისძიების გეგმას და აუცილებლად განახორციელებს ცხოვრებაში. მორიელებს შეუძლიათ მოთმინება, საჭირო მომენტის დალოდება და შემდეგ უკვე – მოქმედება.

5. ქალწული

ქალწულების მოთმინების უნარი მართლაც შესაშურია. ისინი თავს სხვებზე ჭკვიანად, ბრძენად, უკეთესად მიიჩნევენ, მაგრამ გარშემომყოფებს შემწყნარებლურად ექცევიან და „გამოსწორების“ შანსს აძლევენ. ბუნებით პერფექციონისტები, ნებისმიერ სამუშაოს საფუძვლიანად, აუჩქარებლად აკეთებენ, რათა არანაირი დეტალი არ გამოეპაროთ. ამისთვის საოცარი მოთმინებაა საჭირო, რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებს ნამდვილად გააჩნიათ. მაგრამ მათი მოთმინების უნარით სარგებლობა ნამდვილად არ ღირს. ერთხელაც იქნება და ყელში ამოუვათ – შემდეგ კი იფრთხილეთ!

6. მერწყული

მერწყულები ურანის მფარველობით კონცენტრირებული არიან საკუთარ თავზე და თავიანთ გლობალურ მიზნებზე, ეს კი ნიშნავს, რომ მათი გზა ხანგრძლივი და ეკალბარდიანია. ბუნებრივია, რომ ამ გზის გადალახვა სერიოზულ ამტანობას მოითხოვს. და მერწყულები ითმენენ: რუტინას, მომთაბარე ცხოვრებას, არახელსაყრელ პირობებს, ურთიერთობების არარსებობას და სხვა. ამ ყველაფერზე ისინი უარს ამბობენ ერთადერთი მიზნის გამო, რომლისკენაც, შესაძლოა, მთელი ცხოვრება ისწრაფვოდნენ. ერთადერთი, რასაც ისინი ვერ იტანენ, ესაა მათი მართვის მცდელობა და გარშემო იდეალური წესრიგის შენარჩუნება. აქ ისინი პირველივე დღეებში კარგავენ თავშეკავების უნარს.

7. ლომი

ლომები საინტერესო, დამოუკიდებელი პიროვნებები არიან, იმედი მხოლოდ საკუთარი თავისა აქვთ და ცხოვრებისგან საჩუქარს არ ელოდებიან, ამიტომ არც მოთმინების გამოჩენა სჭირდებათ მაინცდამაინც. მართალია, ლომებს უყვართ, როდესაც აღტაცებული არიან მათით, ეუბნებიან ქათინაურებს, მაგრამ მოთმინებას არ გამოიჩენენ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მათ ყურადღებას არ აქცევს. ამასთან, თავს მიიჩნევენ მეფურ არსებად, უყვართ თავიანთ გარშემო ატეხილი ფუსფუსი, სწრაფი მოქმედება. ვერ იტანს, როდესაც გარშემომყოფები რამე პროცესს აჭიანურებენ.

8. თევზები

თევზები ბავშვური გულუბრყვილობით გამოირჩევიან, რაც მათ ძალზე ჭირვეულ და მოუთმენელ ადამიანებად აჩენს. დამღლელი მოლოდინი მათ ცუდად ხდის და თუ საშუალება აქვთ, აუცილებლად იწყებენ ჭირვეულობას. მართალია, ასე მხოლოდ მაშინ იქცევიან, თუ „გასდით“, ანუ, გვერდით ისეთი ადამიანი ჰყავთ, რომელზეც მბრძანებლობა შეიძლება. დანარჩენ შემთხვევებში კი უნებისყოფო და დამოკიდებული თევზები იძულებული არიან, მოითმინონ და ელოდონ, სანამ ამ სიტუაციას ვინმე არ გადაჭრის. ასეთი დამღლელი მოლოდინი თევზებს დიდ ტანჯვას აყენებს, თუმცა, ნებისყოფა არ ჰყოფნით რამის შესაცვლელად და განაგრძობენ მოთმინებას.

9. ტყუპი

ტყუპები მიჩვეული არ არიან, ითმინონ ის ადამიანები, რომლებიც არ მოსწონთ, დადუმდნენ საპასუხოდ, ან დაელოდონ საყვარელი ადამიანის პასუხს თავის კითხვაზე. ამტანობასთან დაკავშირებით მათ აშკარად პრობლემა აქვთ, სამაგიეროდ, პატიოსანი არიან საკუთარი თავისა და გარშემომყოფების წინაშე და ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. მოუთმენელი ადამიანის იარლიყს ამართლებენ ასევე სამუშაოსთან დაკავშირებითაც. რა საქმითაც არ უნდა დაკავდნენ, დიდი ალბათობით, მას შუა გზაზე მიატოვებენ, როგორც კი რამე წინააღმდეგობას წააწყდებიან.

10. კირჩხიბი

კირჩხიბები ბუნებით მშფოთვარე ნატურები არიან, რომლებიც მუდამ რაღაცას განიცდიან და თავს მოლოდინით იტანჯავენ. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში მოთმინებაზე საუბარი არ შეიძლება. მათ სჭირდებათ ინფორმაციის მიღება ახლავე და ლოდინს არ აპირებენ! ხოლო თუ მათ ძალაუფლებაც აქვთ, ნელ-ნელა ყვირილზეც კი გადავლენ და მოუთმენლად დაელოდებიან, თუ როდის შეასრულებენ დავალებას. ვერ მოითმენს კირჩხიბი ასევე სიმყუდროვის არარსებობას თავის საცხოვრებელში. მცირეოდენი სკანდალის შემდეგ მთელი ოჯახი დაიწყებს სახლის კეთილმოწყობაზე ზრუნვას.

11. მშვილდოსანი

მშვილდოსნებს საერთოდ არ გააჩნიათ მოთმინების უნარი. მათი სიტყვები და მოქმედებები აზრს უსწრებს წინ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშვილდოსნები საერთოდ არ არიან ლოდინს მიჩვეული. ეს თვისება მათ არაერთ პრობლემას უქმნის ცხოვრებაში. უფრო მეტიც, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულები ცდილობენ, ბევრი საქმე მოასწრონ, ამიტომ მუდმივად ჩქარობენ. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყოველთვის მხედველობის მიღმა რჩებათ მნიშვნელოვანი წვრილმანები, რაც, შედეგად, საქმეს აფუჭებს. და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მოუთმენლობის ბრალია. თუნდაც გააცნობიერონ თავიანთი ნაკლი, ამ ნიშნის წარმომადგენლები შეცვლას არ ჩქარობენ, რადგან ამასაც მოთმინება და ნებისყოფა სჭირდება.

12. ვერძი

და ყველაზე მოუთმენელი ნიშანი – ეს ვერძია. ის ვერ იტანს სიტყვას „მოითმინე“. არ მოითმენს ტკივილს, თუნდაც იცოდეს, რომ ის მალე გადაივლის. უბრალოდ, გადაყლაპავს აბს. ის არ ზის მოლოდინში საჩუქრებისა – არც ბედისა და არც გარშემომყოფების. მან მკაფიოდ იცის, რომ თვითონ შეუძლია უფრო სწრაფად და უკეთესად გაკეთება, ხოლო ლოდინით დაღლა მისთვის სიკვდილის ტოლფასია. ამგვარ დამოკიდებულებას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, ეს ხელს უშლის დაწინაურებას სამსახურში, ურთიერთობებს ადამიანებთან – საყვარელ ადამიანთან კავშირსაც კი გაწყვეტენ, როდესაც მათი პასუხის ლოდინის ატანა არ შეუძლიათ. მთლიანობაში, მოუთმენლობისა და თავშეუკავებლობის გამო ვერძი ხშირად იფუჭებს ცხოვრებას.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ