შაბათი, ივლისი 20, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარიმთავარიმსოფლიოს 10 საუკეთესო საზაფხულო კურორტი

მსოფლიოს 10 საუკეთესო საზაფხულო კურორტი

ჰავაის კუნძულები

ჰავაი აშშ-ის შტატია წყნარ ოკეანეში. ადრე ცნობილი იყო სენდვიჩის კუნძულების სახელით. სულ 32 კუნძულია, მათგან 6 მოზრდილი – ჰავაის დიდი კუნძული, ოაჰუ, მაუი, მოლოკაი, კაუაი და ლანაი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველგან გასაოცარი კომფორტი და რბილი კლიმატია – ზაფხულში +21, ზამთარში კი +27 გრადუსი. კუნძულებზე თეთრი პლაჟები, პალმები, ლაგუნები, ტროპიკულ ტყეებში შემალული ჩანჩქერები, ნებისმიერი სერფერისთვის საოცნებო ტალღები და რაც მთავარია, საუკეთესო ხარისხის მომსახურებაა. ეფექტს აძლიერებს ეგზოტიკური ყვავილები – განსაკუთრებით ორქიდეები, ულამაზესი ფრინველები და უმდიდრესი წყალქვეშა სამყარო.

კანარის კუნძულები

ესპანეთის ერთ-ერთი ავტო­ნომიური გაერთიანებაა აფრიკის­ დასავლეთ სანაპიროსთან, მოი­ცავს 7 კუნძულს: ტენერიფე, ლას-პალმასი, გომერა, იერო, გრან-კანარია, ფუერტევენტურა, ლანსაროტი. უღრანი ტყეები, ეგზოტიკური ფაუნა და ფლორა, უდაბნოები, მთები, ვულკანები და თოვლიც კი, დაუჯერებლად ლამაზი სანაპირო ზოლი – ამ ყველაფერს სწორედ კანარის კუნძულებზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ კურორტზე ნახავთ. აქ შესანიშნავი ტურისტული ინფრასტრუქტურა და მაღალი დონის მომსახურებაა. ეს ბუნებრივია, რადგან მრავალი წელია, კანარის კუნძულებს ყველაზე ბევრი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ემსახურება.

სეიშელის კუნძულები

სეიშელის კუნძულები სახელმწიფოა ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ეკვატორიდან ცოტა სამხრეთით, აფრიკის სანაპიროდან კი დაშორებულია 1 600 კილომეტრით.­ სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეების სამშობლოა და სამართლიანად ითვლება ინდოეთის ოკეანის ულამაზეს ადგილად. ეს გრანიტისა და მარჯნის 115 კუნძული სინამდვილეში გამქრალი კონტინენტის – ლემურიის გადარჩენილი ნაშთია. უნიკალური ბუნება და ზღვა მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს. ზღაპრული პლაჟებისა და შესანიშნავი წყალქვეშა სამყაროს გარდა, ტურისტები ერთობიან თევზაობით, სერფინგით…

იბიცა

ეს ხმელთაშუა ზღვის კუნძული­ ესპანეთის შემადგენლობაში შემ­ავალი ბალეარის არქიპელაგის ნაწილია, რომელიც კონტინენტ­ური ესპანეთიდან 90 კმ-ით არის დაშორებული. მისი სახელწოდება დაკავშირებულია ეროტიკისა და გართობის ეგვიპტურ ღვთაებასთან. ის მეტად პოპულარულია თავისუფლებისა და ხმაურიანი დასვენების მოყვარულებში. განსაკუთრებით ცნობილია მრავალრიცხოვანი კლუბებით და წარმოადგენს საკულტო ადგილს ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის.

გოა

ქვეყნის მთავარი კურორტია და სრულიად განსხვავდება დანარჩენი ინდოეთისგან. ყოფილი პორტუგალიის კოლონია 1987 წლიდან ცალკე შტატია, ის ყველაზე პატარაა, თუმცა მისი სანაპირო ზოლი 110 კმ-ია. ყველაზე პრესტიჟული სასტუმროები და პანსიონები შტატის სამხრეთ ნაწილშია განლაგებული. აქ დასვენება საკმაოდ ძვირია და მხოლოდ უზრუნველყოფილი ევროპელებისა და მდიდარი ინდოელებისთვის არის ხელმისაწვდომი. სრულიად განსხვავებულია ჩრდილოეთ გოა, რომელიც შედარებით იაფია…

ბალი

ინდონეზიის პოპულარული და ტურისტულად ყველაზე განვითარებული კურორტია. წარმოადგენს მცირე ზონდის კუნძულებში შემავალი მალაის არქიპელაგის კუნძულს. დამსვენებლებს იზიდავს აქაური პირველყოფილი ლანდშაფტი, ტროპიკული ტყეები, საკმაოდ დიდი ვულკანები (კინტამინი, გუნუნგ-ბატური, გუნუნგ-აგუნგი). მიუხედავად იმისა, რომ კუნძული არ არის დიდი, აქაური ლანდშაფტი მეტად მრავალფეროვანია. მხოლოდ აქ ნახავთ პალმების კორომებს, ვულკანური წარმოშობის შესანიშნავ ტბებს და შავი ლავის პლაჟებს. ვულკანები კი მოქმედია, რაც ბალიზე დასვენებას დაუვიწყარს ხდის.

ფჰუკეტი

ფჰუკეტი ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური, პირველ­ხარისხოვანი კურორტია, რომელიც “წყნარი” დასვენების მოყვარულებზეა გათვლილი. ის ტაილანდის სამხრეთში მდებარეობს და ქვეყნის ყველაზე დიდი კუნძულია ანდამანის ზღვაში. კუნძულზე დასავლელი ტურისტებისთვის სრულიად უცხო და თავისებური ტაილანდური კულტურის უამრავი საინტერესო ღირშესანიშნაობაა. ფჰუკეტი სრულიად აღადგინეს მას შემდეგ, რაც 2004 წელს საშინელი ცუნამი დაატყდა თავს. დღეს მას კვლავ უამრავი დამსვენებელი სტუმრობს.

მალდივის კუნძულები

მალდივის კუნძულები, რომლებიც მარგალიტებივითაა გაბნეული ინდოეთის ოკეანეში, სამხრეთ აზიის ქვეყნის – მალდივის რესპუბლიკის ტერიტორიაა. ეს ნამდვილი ტროპიკული სამოთხეა, მუდმივი ზაფხულისა და უზრუნველი ცხოვრების მხარე. ტემპერატურა არასდროს ეშვება +17 გრადუსზე დაბლა და არ ადის +32 გრადუსზე მაღლა. პალმებით დაფარული კუნძულები გარშემორტყმულია თოვლივით თეთრი პლაჟებით, კრისტალური სუფთა წყლებით, ულამაზესი ლაგუნებით. 20 ატოლისგან შემდგარ ჯაჭვში 1192 მომცრო მარჯნის კუნძულია, რომლებიც პრაქტიკულად ზღვის დონეზეა – ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილი 2,4 მ სიმაღლეზეა. შესანიშნავი მარჯნის რიფები სავსეა ეგზოტიკური ბინადრებით – წყალქვეშ საოცარი სამყარო იშლება.

პატაია

რეიტინგში ტაილადის მეორე კურორტიც მოხვდა – ეს ქალაქი ტაილანდის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სიამის ყურეს სანაპიროზე მდებარეობს. საკურორტო ქალაქში პლაჟებს მთელი სანაპირო უჭირავს, თუმცა აქ წყალი მუდამ შემღვრეულია. სამაგიეროდ, პატაიაში უამრავი ფეშენებელური სასტუმრო კომპლექსია. კურორტმა უფრო ღამის ცხოვრებით გაითქვა სახელი – მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებს ღამით პატაიაში ნებისმიერი სახის ეროტიკულ მომსახურებას სთავაზობენ.

ბორა-ბორა

საფრანგეთის პოლინეზიის (რომლის ცენტრიც ტაიტია) კუნძული ბორა-ბორა მდებარეობს გასაოცარი სილამაზის ლაგუნაში, რომელიც შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებითა და პატარა კუნძულებით (ე.წ. მოტუ). ამ კუნძულს სახელი გაუთქვა შესანიშნავმა კურორტებმა, სადაც ქოხები პოლინეზიურ სოფლებს გვაგონებს. ბორა-ბორაზე ადგილობრივთა ჩვეულებების გასაგებად, საუკეთესო საშუალებაა პიკნიკზე წასვლა რომელიმე მოტუზე, სადაც ტაიტელები გასწავლიან კერძის მომზადებას, ძველი წესით ქოქოსის კაკლის გატეხვას. ბორა-ბორაზე გართობებში შედის ზვიგენების გამოკვება, დაივინგი, თევზაობა, ტროპიკული ტყით დაფარულ ფერდობებზე ჯიპით სეირნობა…

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

18 July, 2024
ევროპული სოფელი, რომელმაც “ბეჭდების მბრძანებლის” ავტორი შთააგონა

ევროპული სოფელი, რომელმაც “ბეჭდების მბრძანებლის” ავტორი შთააგონა

17 July, 2024
5 მიმართულება, რომელსაც ადგილობრივები იაპონიაში მოსანახულებლად გვირჩევენ

5 მიმართულება, რომელსაც ადგილობრივები იაპონიაში მოსანახულებლად გვირჩევენ

15 July, 2024
“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

ივლისი 19, 2024
ბათუმში სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლების პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა – კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში

ბათუმში სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლების პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა – კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში

ივლისი 19, 2024
ახალი მეთოდი – ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

ახალი მეთოდი – ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

ივლისი 18, 2024
საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

19 ივლისი 2024
„ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში ჩავყარე და გავიქეცი“ – გაიცანით გოგო, რომელიც სამაგისტრო გამოცდაზე ფეხშიშველი მივიდა

„ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში ჩავყარე და გავიქეცი“ – გაიცანით გოგო, რომელიც სამაგისტრო გამოცდაზე ფეხშიშველი მივიდა

19 ივლისი 2024
„გარდაცვლილი მყავს მამა, ბავშვობის მეგობრებიც, მაგრამ მე დღეს მენატრება, კოტე თოლორდავა“ – მერაბ ჭიქაშვილი

„გარდაცვლილი მყავს მამა, ბავშვობის მეგობრებიც, მაგრამ მე დღეს მენატრება, კოტე თოლორდავა“ – მერაბ ჭიქაშვილი

19 ივლისი 2024
5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

ივლისი 9, 2024
რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

ივლისი 9, 2024
რატომ არის ნაცრისფერი აქტუალური ინტერიერის დიზაინში

რატომ არის ნაცრისფერი აქტუალური ინტერიერის დიზაინში

ივლისი 8, 2024
აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

ივლისი 13, 2024
11 ივლისიდან, ხულოს მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება

11 ივლისიდან, ხულოს მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება

ივლისი 10, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

12 ივლისი 2024
კილოგრამი 2 000$ ღირს – რა კავშირშია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა სპილოს კუნჭ-ნაწლავთან და რატომ ღირს ის ასე ძვირი?

კილოგრამი 2 000$ ღირს – რა კავშირშია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა სპილოს კუნჭ-ნაწლავთან და რატომ ღირს ის ასე ძვირი?

11 ივლისი 2024
“ზოგჯერ გვგონია, რომ სწორ საზოგადოებაში ვართ. მაგრამ, თუ ჩვენ იქ არ გვაფასებენ, უნდა მოვძებნოთ ის საზოგადოება, სადაც ჩვენი ფასი იციან” – ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე

“ზოგჯერ გვგონია, რომ სწორ საზოგადოებაში ვართ. მაგრამ, თუ ჩვენ იქ არ გვაფასებენ, უნდა მოვძებნოთ ის საზოგადოება, სადაც ჩვენი ფასი იციან” – ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე

11 ივლისი 2024
„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

ივლისი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

ივლისი 16, 2024
როგორ უნდა მოვამზადოთ პროტეინებით მდიდარი კოქტეილი სახლში

როგორ უნდა მოვამზადოთ პროტეინებით მდიდარი კოქტეილი სახლში

ივლისი 16, 2024
მოცვის ექსპორტი საქართველოში – სტატისტიკა

მოცვის ექსპორტი საქართველოში – სტატისტიკა

ივლისი 15, 2024
ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ივლისი 16, 2024
თმის ცვენის სამკურნალო ხალხური მეთოდები -მუხის ქერქისგან

თმის ცვენის სამკურნალო ხალხური მეთოდები -მუხის ქერქისგან

ივლისი 15, 2024
როგორ გავლენას ახდენს კიტრი სახის კანზე-რჩევები კოსმეტოლოგებისგან

როგორ გავლენას ახდენს კიტრი სახის კანზე-რჩევები კოსმეტოლოგებისგან

ივლისი 15, 2024
რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

ივლისი 14, 2024
ნუცუბიძის ,,ხიდების” რეაბილიტაცია იგეგმება

ნუცუბიძის ,,ხიდების” რეაბილიტაცია იგეგმება

ივლისი 12, 2024
საქართველოში ბიზნეს ასოციაციის საერთაშორისო დაჯილდოვება ტარდება

საქართველოში ბიზნეს ასოციაციის საერთაშორისო დაჯილდოვება ტარდება

ივლისი 12, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი