შაბათი, ივნისი 15, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარისიახლეებიმიგრაცია - ქვეყნის განვითარების მასტიმულირებელი თუ შემაფერხებელი ფაქტორი?

მიგრაცია – ქვეყნის განვითარების მასტიმულირებელი თუ შემაფერხებელი ფაქტორი?

ბოლო პერიოდის განმავლობაში მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაცია. წლებთან ერთად საზღვრები ქვეყნებს შორის უფრო და უფრო უხილავი ხდება. ადამიანებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დასაქმების ბაზარი, ისევე როგორც განათლების ბაზარი გლობალური გახდა და ადამიანებს აღარ უწევთ არჩევანის გაკეთება მხოლოდ საკუთარ სამშობლოში არსებული შრომის ან განათლების ბაზრის პირობების გათვალისწინებით. სამამულო განათლების სისტემას და დამსაქმებლებს კი უწევთ კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ მსოფლიოს, რათა მოიპოვონ საუკეთესო კადრები და მიაღწიონ მწარმოებლურობის უფრო მაღალ დონეს. თუმცა ერთი საკითხია დამსაქმებლების და დასაქმებულების ბენეფიტები და მეორეა რამდენად სასარგებლოა მიგრაცია ქვეყნის განვითარებისთვის.

მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი. ანაზღაურება კი არის ფასი, რომელსაც ადამიანის უნარებში იხდიან და რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ადამიანები კი ამჯობინებენ წასვლას იმ ქვეყნებში, სადაც უნარებზე ფასი მაღალია. განვიხილოთ უნარების ბაზრი, სადაც ფასი მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება, განსხვავებულ ქვეყნებში კი განსხვავებული წონასწორული ფასი გვაქვს. ახლა დავუშვათ, რომ წარმოშობის ქვეყანაში წონასწორული ფასი დაბალია, რის გამოც მაღალი უნარების მქონე პიროვნებები ისეთ ქვეყანაში წასვლას ამჯობინებენ, სადაც მათი უნარების შესაბამისი ფასი უფრო მაღალია. შესაბამისად, წარმოშობის ქვეყანაში წარმოიქმნება უნარების დეფიციტი (მცირდება მაღალი უნარების მიწოდება), რაც ფასს უფრო დაბალი უნარების მქონე პიროვნებებისთვის მაღლა წევს. დაბალი უნარების მქონე პიროვნებების  მწარმოებლურობა კი დაბალია, რის გამოც ფერხდება ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ქვეყნისთვის სავალალოა, როდესაც მას მაღალ უნარიანი მოქალაქეები ტოვებენ.

გარდა მაღალ უნარიანი მოსახლეობის მიგრაციისა, მნიშვნელოვანია ასევე სტუდენტების მიგრაციაც, რომლებიც სწორედ უნარების ასამაღლებლად ტოვებენ ქვეყანას. ერთის მხრივ განვითარებადი ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა ის, რომ მის მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება ეზიარონ განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიას, მიიღონ ცოდნა, რის დანერგვას და გაზიარებასაც საკუთარ ქვეყანაში შეძლებენ. მაგრამ მეორეს მხრივ არის კი ეს ყოველივე ასე? სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციულ საკითხებთან მიმართებაში ძალიან მწირია სტატისტიკური მონაცემები, პრაქტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზღვარგარეთ კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი იშვიათად ბრუნდება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან, განვითარებად ქვეყნებში, რისი მიზეზიც კვლავაც უნარების ფასთა სხვაობა და ამ უნარების გამოყენების შესაძლებლობაა. ხშირ შემთხვევაში განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ნაკლებ რესურსს უთმობენ კვლევასა და განვითარებას, რაც პირიქით, საკმაოდ პრიორიტეტულია მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, რაც მაღალი უნარების მქონე პირებს საკუთარი უნარების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას აძლევთ.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყნიდან ხდება ე.წ. ტვინების გადინება, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის დადებითი მოვლენა ნამდვილად არაა. აღნიშნულის ნაწილობრივ მაინც თავიდან ასაცილებლად ჩამოყალიბდა ინიციატივა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას, მხოლოდ იმ პირობით რომ ისინი უკან დაბრუნდებიან. სახელმწიფო კი თავის მხრივ ვალდებული იქნება მათ 6 თვის განმავლობაში  შესთავაზოს ოპტიმალური სამუშაო ადგილი, სადაც სულ ცოტა, 3 წლის განმავლობაში იმუშავებენ. თუმცა, სტუდენტთა დიდი ნაწილის საზღვარგარეთ სწავლას მასპინძელი  ქვეყნები/უნივერსიტეტები აფინანსებენ და არა მათივე სახელმწიფო. შესაბამისად ისინი არც  ვალდებულნი არიან რომ ქვეყანაში დაბრუნდნენ. და აღნიშნული ინიციატივაც ბოლომდე ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მანამ სანამ ქვეყანაში არ შეიქმნება მიმზიდველი სამუშაო გარემო, რაც თავად გაუჩენს ემიგრანტებს უკან დაბრუნების სურვილს.

გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა აქვს, მიგრაციას ქვეყნის ეკონომიკისთვის სიკეთის მოტანაც შეუძლია, ეს სიკეთე კი საერთაშორისო ფულად გზავნილებში მდგომარეობს. საერთაშორისო გზავნილები არც თუ ისე იშვიათად ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ადგილობრივი ვალუტის გამყარებას. ფულადი გზავნილები ქვეყანაში არსებული  ეკონომიკური კრიზისების დროს ახდენს რისკების დივერსიფიკაციას და  განსაკუთრებით ეხმარება ქვეყანის ეკონომიკას. ფულადი გზავნილები კი სწორედ იმ მიგრანტებისგან მომდინარეობს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ცდილობენ ოჯახის წევრების დახმარებას.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმიგრაცია გარკვეულ წილად საჭიროა, რათა არსებობდეს საერთაშორისო გზავნილები, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს მაღალგანვითარებადი ტექნოლოგიების შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ეს ყოველივე მანამ, სანამ ადგილი ექნება ქვეყნიდან მაღალ უნარებიანი კადრების გასვლას, ე.წ. ტვინების გადინებას. ვინაიდან სწორედ მაღალ უნარებიანი კადრები არიან ის მაღალი მწარმოებლურურობის მქონე ადამიანური კაპიტალი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის საწინდარია.

წყარო:https://forbes.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რას ნახავთ საბერძნეთის კურორტ სერიფოსზე

რას ნახავთ საბერძნეთის კურორტ სერიფოსზე

14 June, 2024
6 საუკეთესო გზა ბელგიაში სამოგზაუროდ თუ აქ მანქანას იქირავებთ

6 საუკეთესო გზა ბელგიაში სამოგზაუროდ თუ აქ მანქანას იქირავებთ

13 June, 2024
დუბაის საუკეთესო საკვები ადგილები

დუბაის საუკეთესო საკვები ადგილები

11 June, 2024
კლინიკა „პინეოში“„პაციენტთა საბჭოს” პირველი შეხვედრა გაიმართა – “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტი ქართულ ჯანდაცვის სივრცეში

კლინიკა „პინეოში“„პაციენტთა საბჭოს” პირველი შეხვედრა გაიმართა – “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტი ქართულ ჯანდაცვის სივრცეში

ივნისი 14, 2024
ახალი კვლევის შედეგები

ახალი კვლევის შედეგები

ივნისი 14, 2024
ტატუ კიბოს რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული

ტატუ კიბოს რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული

ივნისი 14, 2024
ქეით მიდლტონი, შესაძლოა, სამეფო ვალდებულებების შესრულებას აღარასოდეს დაუბრუნდეს

ქეით მიდლტონი, შესაძლოა, სამეფო ვალდებულებების შესრულებას აღარასოდეს დაუბრუნდეს

7 ივნისი 2024
ზღაპრული ვარდისფერი კაბა და საოცარი გარემო – ქეთი ხიშტოვანის დაბადების დღის კულუარულ ამბებზე მისი მეგობრები ყვებიან

ზღაპრული ვარდისფერი კაბა და საოცარი გარემო – ქეთი ხიშტოვანის დაბადების დღის კულუარულ ამბებზე მისი მეგობრები ყვებიან

7 ივნისი 2024
ნახეთ, რატომ დაარქვა შვილს „ჰარი პოტერის“ გმირის სახელი ნინო მუმლაძემ

ნახეთ, რატომ დაარქვა შვილს „ჰარი პოტერის“ გმირის სახელი ნინო მუმლაძემ

7 ივნისი 2024
იატაკის საფარის ტიპები – რომელია უმჯობესი

იატაკის საფარის ტიპები – რომელია უმჯობესი

ივნისი 15, 2024
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ერგონომიკული პრინციპები სამუშაო ადგილებზე

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ერგონომიკული პრინციპები სამუშაო ადგილებზე

ივნისი 14, 2024
ასურეთის/ელიზაბეტთალის შთამბეჭდავი არქიტექტურა ✨️ გერმანელების აშენებული სოფელი თბილისთან ახლოს

ასურეთის/ელიზაბეტთალის შთამბეჭდავი არქიტექტურა ✨️ გერმანელების აშენებული სოფელი თბილისთან ახლოს

ივნისი 14, 2024
გემრიელი ხავიწი…

გემრიელი ხავიწი…

ივნისი 14, 2024
ორგანული (ბიო) წარმოება ნიადაგს აუმჯობესებს

ორგანული (ბიო) წარმოება ნიადაგს აუმჯობესებს

ივნისი 13, 2024
პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება

პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება

ივნისი 13, 2024
რატომ აშენებენ მსოფლიო მილიარდერები ბუნკერებს და რა აუცილებელი ნივთებით უნდა შეავსოთ თქვენი მარაგი

რატომ აშენებენ მსოფლიო მილიარდერები ბუნკერებს და რა აუცილებელი ნივთებით უნდა შეავსოთ თქვენი მარაგი

6 ივნისი 2024
„გავიდა მარილზე“, „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“- საიდან გაჩნდა ქართულ ენაში გავრცელებული გამონათქვამები

„გავიდა მარილზე“, „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“- საიდან გაჩნდა ქართულ ენაში გავრცელებული გამონათქვამები

5 ივნისი 2024
მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – როდის და რატომ შეიქმნა „დედაბრული ხელი“

მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – როდის და რატომ შეიქმნა „დედაბრული ხელი“

5 ივნისი 2024
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ

ივნისი 14, 2024
შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

ივნისი 14, 2024
იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადასცეს

იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადასცეს

ივნისი 13, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ტოპ 3 გასახდომი ბურღულეული

ტოპ 3 გასახდომი ბურღულეული

ივნისი 15, 2024
ვიტამინების ნაკლოვანებით გამოწვეული ჭარბი წონა

ვიტამინების ნაკლოვანებით გამოწვეული ჭარბი წონა

ივნისი 15, 2024
ზაფხული და კვებითი ინტოქსიკაციები

ზაფხული და კვებითი ინტოქსიკაციები

ივნისი 14, 2024
როგორ მოვიშოროთ ქერტლი?

როგორ მოვიშოროთ ქერტლი?

ივნისი 14, 2024
ძილი, სილამაზე და ძილისწინა რუტინა

ძილი, სილამაზე და ძილისწინა რუტინა

ივნისი 14, 2024
კოსმეტიკა სწორად რომ შევარჩიოთ- წესები

კოსმეტიკა სწორად რომ შევარჩიოთ- წესები

ივნისი 14, 2024
„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ – თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა 🎉

„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ – თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა 🎉

ივნისი 13, 2024
თბილისის გამწვანება – ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა

თბილისის გამწვანება – ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა

ივნისი 5, 2024
თბილისის ტრანსპორტი – სიახლეები დედაქალაქის მერიისგან

თბილისის ტრანსპორტი – სიახლეები დედაქალაქის მერიისგან

ივნისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი