შაბათი, ივლისი 20, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაიაპონიაში საქართველოს დღეები დასრულდა

იაპონიაში საქართველოს დღეები დასრულდა

იაპონიაში საქართველოს დღეები დასრულდა. კულტურული და სპორტული ღონისძიებები 15-16 ივნისს ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში გაიმართა.

იაპონელი მსმენელის წინაშე წარსდგა ანსამბლი “ბასიანი“, “ქუთაისის კამერული გუნდი“. გაიმართა ეთნო-ჯაზ ბენდ “ირაოსა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტები, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა, რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ცნობილი ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით, გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში.

ღონისძიებას ესწრებოდა იაპონიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინიც. იაპონიაში გამართული საქართველოს დღეების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა თეა წულუკიანმაც.

“იაპონიაში, საქართველოს დღეების ღონისძიებაში არა მხოლოდ ჩვენგან წარგზავნილი ქართველი ხელოვანები და სპორტსმენები, არამედ იაპონიაში ქართული ხელოვნებით დაინტერესებული იაპონიის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ესენი არიან ის იაპონური გუნდები და ანსამბლები, რომლებიც ქართულ მრავალხმიან სიმღერას და ცეკვას სწავლობენ. განსაკუთრებული ინტერესით ბატონი ლევან საგინაშვილის და ბატონი კონსტანტინე ჯანაშიას ჩასვლა გამოირჩეოდა, ბატონ გოგიტა არქანიასთან ერთად, ეს სამი იყო, რომელსაც იაპონელი სპორტსმენები ეწვივნენ, იქაური ფედერაციები და მათთან ერთად, ერთობლივი საჩვენებელი სპორტული ასპარეზობა გამართეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

18 July, 2024
“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

ივლისი 19, 2024
საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

19 ივლისი 2024
5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

ივლისი 9, 2024
აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

ივლისი 13, 2024
ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

12 ივლისი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

ივლისი 16, 2024
ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ივლისი 16, 2024
ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

15 ივლისი 2024
რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

ივლისი 14, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები