ორშაბათი, მაისი 20, 2024
ციკლოდინონი ტაბ. N30

ციკლოდინონი ტაბ. N30

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): agnus castus
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: Bionorica SE
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
გამოშვების ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 
აქტიური ნივთიერება:

ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (აგნი ცასტი ფრუცტუს)

შემადგენლობა:

1 გარსით დაფარული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის 4.0მგ მშრალ ექსტრაქტს (7-11:1). ექსტრაგენტი: ეთილის სპირტი 70% (მოცულობითი თანაფარდობით).

სხვა ინგრედიენტები:

პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდის კოლოიდური ანჰიდრიდი, კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, EE171, E172, E132, პოლი (ეთილაკრილატი, მეთილაკრილატი) ტრიმეთილამინ-აცეტილ-მეტაკრილატის ქლორიდი 1 : 2 0.2, მოლეკულური მასა – 150 000.

გამოყენების ჩვენებები:

ციკლოდინონი® გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოადგენს მცენარეულ სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს (იხილეთ “სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებები”):

– მენსტრუალური ციკლის დარღვევა

– პრემენსტრუალური სინდრომი

– ციკლური მასტოდინია (მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული მკერდის ტკივილი)

სარძევე ჯირკვლის არეში დაჭიმულობისა და შეშუპების დროს, ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგანაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ დაავადებებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით სამედიცინო გამოკვლევას.

ციკლოდინონი® არ გამოიყენება:

პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამატებითი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

გაფრთხილებები:

ა) ორსულობა: ორსულობისას პრეპარატის მიღება არ არის ნაჩვენები.

ციკლოდინონი® გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს.

ბ) ლაქტაცია: რეპროდუქტოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის ექსტრაქტმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე. ციკლოდიდნონი® გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ ლაქტაციის დროს.

ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე:

კვლევები, პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე, ჩატერებული არ არის.

 
განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტებმა, რომლებიც დაავადებულნი არიან ან იყვნენ ესტროგენ-დამოკიდებული კიბოთი, პრეპარატის მიღების წინ აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ დოფამინის აგონისტებს, დოფამინის ანტაგონისტებს, ესტროგენებს ან ანტიესტროგენებს, პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო პრეპარატი არ გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. მკურნალობის პროცესში სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს. ითვლება, რომ აქტიური ნივთიერება, ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფი, მოქმედებს ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის ღერძზე, ამიტომ პაციენტებმა ანამნეზში ჰიპოფიზის პათოლოგიით, მიღების წინ კონსულტაციისათვის უნდა მიმართონ ექიმს.

ჰიპოფიზის პროლაქტინ-მასეკრეტირებლი სიმსივნეების შემთხვევაში ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის შემცველი პრეპარატების მიღებამ შეიძლება შენიღბოს სიმსივნის სიმპტომები. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, ისეთი იშვიათი მემკვიდრული პათოლოგიებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას შეუთვისებლობა, პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებები:

ადამის ხის შესაძლო დოფამინერგული და ესტროგენული ეფექტის გამო არ არის გამორიცხული ნაყოფის ურთიერთქმედება დოფამინის აგონისტებთან, დოფამინის ანტაგონისტებთან, ესტროგენებთან და ანტიესტროგენებთან.

გამოყენების წესი და დოზირება:

შემდეგი ინფორმაცია გამოიყენება, თუ თქვენ არ გაქვთ ექიმის სხვა დანიშნულება.

მიიღეთ გარსით დაფარული 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. მიიღეთ ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ. 1 ჭიქა წყალი). არ დაღეჭოთ ტაბლეტი.

ოპტიმალური სამკურანლო ეფექტის მისაღწევათ, პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია უწყვეტად 3 თვის განმავლობაში, მენსტრუაციის პერიოდშიც.

თუ სიმპტომები რჩება პრეპარატის 3-თვიანი განუწყვეტელი მიღების შემდეგ, კონსულტაციისათვის უნდა მიმართოთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს. გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ციკლოდინონი® გარსით დაფარული ტაბლეტები:

ციკლოდინონის გარსით დაფარული ტაბლეტების დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

თუ დაგავიწყდათ ციკლოდინონი® გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება:

ერთდროულად არ მიიღოთ ორმაგი დოზა – 2 ტაბლეტი, გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

გვერდითი მოვლენები:

ისე, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ციკლოდინონი® გარსით დაფარულ ტაბლეტებსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. მწვავე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით და ყლაპვის გაძნელებით. აღწერილია კანზე გამოხატული ალერგიული რეაქციები (გამონაყარი და ჭინჭრის ციება), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი), აკნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. სიხშირე არ არის ცნობილი.

მომატებული მგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლინებისთანავე შეწყვიტეთ ციკლოდინონი® გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება.

თუ გამოვლინდა გვერდითი რეაქციები, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს.

შენიშვნა:

მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებასთან ერთად მატულობს დაორსულების ალბათობა.

აღწერილობა და გამოშვების ფორმა:

ციკლოდინონი® გარსით დაფარული ტაბლეტები: მრგვალი, მომწვანო-მოლურჯო ფერის, გლუვი ზედაპირით.

გარსით დაფარული ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებზე, თითოეულზე 15 ტაბლეტი.

ყუთში მოთავსებულია 2 ბლისტერი (30 ტაბლეტი), 4 ბლისტერი (60 ტაბლეტი), 6 ბლისტერი (90 ტაბლეტი).

შენახვის პირობები:

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°ჩ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

 
მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights