შაბათი, იანვარი 18, 2025
ნეფუროლი

ნეფუროლი

შემადგენლობა:
Tinctura compositum ex: Solidaginis herba – 6.9 გ , Taraxaci radix cum herba – 3.7 გ , Ammi visnagae fructus – 2.47 გ , Petroselini fructus – 0.98 გ , Phaseoli pericarpium – 0.71 გ .
პრეპარატი შეიცავს 61-69% მოცულობის ეთილის სპირტს .

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

შარდმდენი , ანტისპაზმური , ანთების საწინააღმდეგო .

გამოყენების ჩვენებები:
დამხმარე საშუალება , რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით საშარდე გზების დაავადებების , ძირითადად კენჭოვანი დაავადების დროს , ასევე ორგანიზმს გარეთ კენჭების დასაშლელი აპარატურის გამოყენების შემდეგ..

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების რეკომენდებული ზომები:
ალკოჰოლის შემცველობის გამო 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისათვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

შემადგენლობაში ეთილის სპირტის არსებობის გათვალისწინებით პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

დოზირება და გამოყენების წესი:

შიგნით: დღეში 3- ჯერ 1 კოვზი (5 მლ ) 50 მლ წყალში.

ჭარბი დოზა:

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოქმედება:

არ არის დადგენილი.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი

შენახვის პირობები:
ინახება დახურულ შეფუთვაში , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:
100 მგ სითხე მინის ფლაკონში , რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში

გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის მაძიებელი სუბიექტი:
ღს კრაკოვის სამკურნალო მცენარეთა ქარხანა „ HERBAPOL ” კრაკოვი, პოლონეთი.

მწარმოებელი:
ღს კრაკოვის სამკურნალო მცენარეთა ქარხანა „ HERBAPOL “
ჩალუპნიკას ქ. 14, 31-464 კრაკოვი,, პოლონეთი.

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights