ორშაბათი, მაისი 20, 2024
ინტელანი სიროფი

ინტელანი სიროფი

[center][b]ინტელანი[/b][/center]

[u][b]წამლის ფორმა:[/b][/u] სიროფი

[u][b]შემცველობა: [/b][/u]
კომპლექსური აიურვედული პრეპარატი, რომელიც თავის შემადგენლობაში
სიროფის ყოველ 10 მლ შეიცავს შემდეგ ექსტრაქტებს: ექსტრაქტი გინგკო ბილობა (გინგკო ორლებნიანი) Gingko Biloba – 50 მგ, ცენტელა აზიური (Centella asiatica) – 500 მგ, ხერპესტის მონიერა (Herpestis monniera)– 50 მგ, ქინძი სათესი (Соriandrum sativum L) –150 მგ, ამომუმ ორლებნიანი (Amomum subulation) – 150 მგ, ემბლიკა სამკურნალო (Emblica officinalis) – 200 მგ.

[u][b]ფარმაკოლოგიური თვისებები:[/b][/u]
ინტელანი – წარმოადგენს ტვინის აქტიურობის სტიმულატორთა შორის არჩევის პრეპარატს. ის შეიცავს რამოდენიმე ფარმაკოლოგიურად აქტიურ მცენარეს, რომლებიც უზრუნველყოფენ ნატურალურ აუცილებელ ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, ბიოაქტიურ ალკალოიდებს და გლიკოზიდებს. გლუტამინის და ასპარაგინის მჟავების და ბიოაქტიური ალკალოიდების მეშვეობით, ინტელანი მოქმედებს, როგორც ტრანსმისიის ნეიროჰორმონალური მოდიფიკატორი და გააჩნია მასტიმულირებელი ეფექტი თავის ტვინის ქერქის ნივთიერებათა ცვლაზე, რითაც ახდენს ტვინის აქტიურობის სტიმულერებას და მეხსიერების განვითარებას. ასევე ის აუმჯობესებს ნერვული უჯრედების საზრდოობის უზრუნველყოფას და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენების (ამიაკი) მოცილებას. ამგვარად, ის ახდენს ტვინის სტრუქტურების აქტიურობის ოპტიმიზაციის უზრუნველყოფას. ის აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, რაც ვლინდება დაღლილობის შეგრძნების შემცირებაში. რბილი ნეირომასტიმულირებელი ეფექტი ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და ქვემწვავე დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობას.

ინტელანის პირველადი თერაპიული თვისებაა – ტვინის სტრუქტურებში, ქვედა კიდურებში, ყველა არტერიაში, ვენაში, უმცირეს კაპილარშიც კი, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. თავის ტვინის დაქვეითებულმა სისხლის მიმოქცევამ შესაძლოა მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მხედველობაზე, წონასწორობის შეგრძნებაზე. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თავის ტკივილი, დეპრესია, შფოთვა. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია იშემიური ინსულტის განვითარება. ინტელანი გამოიყენება ასეთი მდგომარეობების თავიდან აცილების და კომპლექსური მკურნალობის მიზნით.

მიკროელემენტები (როგორიცაა რკინა, ცინკი და სხვა) ინტელანში წარმოადგენენ სასიცოცხლოდ აუცილებელი მოლეკულების შემადგენელ ნაწილს და მოქმედებენ, როგორც ორგანიზმში ბევრი მნიშვნელოვანი ბიოსინთეზური რეაქციების აუცილებელი ფაქტორი.

[u][b]ჩვენება:[/b][/u]
• მეხსიერების შესუსტება, გულმავიწყობა
• ნერვულ-ფსიქიური სტრესი, დაძაბულობა და დაღლილობა
• კონცენტრაციის არარსებობა და დეზორიენტაცია
• ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური ზრდის შეფერხება
• ფუნქციური გონებრივი უკმარისობა
• თავბრუსხვევა, გონების აშლილობა
• ნეირონული ნივთიერებათა ცვლის და კაპილარული სისხლის მიმოქცევის დათრგუნვა
• საშუალო სიმძიმის შფოთვა და დეპრესია

[u][b]დოზირება[/b][/u]
მოზრდილები: სიროფის ორი ჩაის კოვზი ორჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ბავშვები: სიროფის ერთი ჩაის კოვზი ორჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ან ექიმის მითითების თანახმად.

[u][b]ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: [/b][/u]
აღწერილი არ არის.

[u][b]ჭარბი დოზირება[/b][/u]
ცნობილი არ არის, ნაკლებსავარაუდოა.

[u][b]უკუჩვენება[/b][/u]
ინტელანს არ გააჩნია ტოქსიკური ეფექტი. მაგრამ ის უკუჩვენებითია ინტელანის ერთი ან რამოდენიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის მქონე ადამიანებისათვის, და ასევე ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
გვერდითი მოვლენები:
უმნიშვნელო. ძილის დარღვევის იშვიათი შემთხვევები ინტელანის ღამით მიღებისას. წამლის მიღება რეკომენდებულია ძილის წინ მინიმუმ სამი საათით ადრე.

[u][b]განსაკუთრებული მითითებები:[/b][/u]
სიროფი შეიცავს საქაროზას, რაც საჭიროებს ყურადღების მიქცევას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მხრიდან, და ასევე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მისდევენ დაბალკალორიულ დიეტას.

[u][b]შენახვის პირობები:[/b][/u]
ინახება არა უმეტეს + 25ºCტემპერატურაზე. დაიცავით ბაშვებისაგან.

[u][b]ვარგისიანობის ვადა[/b][/u]
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

[u][b]აფთიაქიდან გაცემის პირობა [/b][/u]
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

[u][b]გამოშვების ფორმა:[/b][/u]
სიროფი 90 მლ ფლაკონში.

[u][b]მწარმოებელი: [/b][/u]
HERBION
The Way to Health
ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ
30/28, ქორანგის სამრეწველო ზონა,
ყარაჩი, პაკისტანი
www.herbion.com
მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights