ორშაბათი, მაისი 20, 2024
ინტელანი კაფსულები

ინტელანი კაფსულები

[center][b]ინტელანი[/b][/center]

[u][b]გამოშვების ფორმა:[/b][/u] კაფსულები

[u][b]შემცველობა: [/b][/u]
კომპლექსური აიურვედული პრეპარატი, რომელიც თავის შემადგენლობაში
ყოველ კაფსულაში შეიცავს შემდეგ ექსტაქტებს: ექსტაქტი გინგკო ბილობა (გინგკო ორლებნიანი) Gingko Biloba – 50 მგ, ცენტელა აზიური (Centella asiatica) – 500 მგ, ხერპესტის მონიერა (Herpestis monniera)– 125 მგ, ქინძი სათესი (Соriandrum sativum L) –200 მგ, ამომუმ ორლებნიანი (Amomum subulation) – 200 მგ, ემბლიკა სამკურნალო (Emblica officinalis) – 400 მგ.

[u][b]ფარმაკოლოგიური თვისებები:[/b][/u]
ინტელანი – წარმოადგენს ტვინის აქტიურობის სტიმულატორთა შორის არჩევის პრეპარატს. ის შეიცავს რამდენიმე ფარმაკოლოგიურად აქტიურ მცენარეს, რომლებიც უზრუნველყოფენ ნატურალურ აუცილებელ ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, ბიოაქტიურ ალკალოიდებს და გლიკოზიდებს. გლუტამინის და ასპარაგინის მჟავების და ბიოაქტიური ალკალოიდების მეშვეობით, ინტელანი მოქმედებს, როგორც ტრანსმისიის ნეიროჰორმონალური მოდიფიკატორი და გააჩნია მასტიმულირებელი ეფექტი თავის ტვინის ქერქის ნივთიერებათა ცვლაზე, რითაც ახდენს ტვინის აქტიურობის სტიმულერებას და მეხსიერების განვითარებას. ასევე ის აუმჯობესებს ნერვული უჯრედების საზრდოობის უზრუნველყოფას და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენების (ამიაკი) მოცილებას. ამგვარად, ის ახდენს ტვინის სტრუქტურების აქტიურობის ოპტიმიზაციის უზრუნველყოფას. ის აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, რაც ვლინდება დაღლილობის შეგრძნების შემცირებაში. რბილი ნეირომასტიმულირებელი ეფექტი ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და ქვემწვავე დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობას.

ინტელანის პირველადი თერაპიული თვისებაა – ტვინის სტრუქტურებში, ქვედა კიდურებში, ყველა არტერიაში, ვენაში, უმცირეს კაპილარშიც კი, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. თავის ტვინის დაქვეითებულმა სისხლის მიმოქცევამ შესაძლოა მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მხედველობაზე, წონასწორობის შეგრძნებაზე. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორც თავის ტკივილი, დეპრესია, შფოთვა. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია იშემიური ინსულტის განვითარება. ინტელანი გამოიყენება ასეთი მდგომარეობების თავიდან აცილების და კომპლექსური მკურნალობის მიზნით.

მიკროელემენტები (როგორიცაა რკინა, ცინკი და სხვა) ინტელანში წარმოადგენენ სასიცოცხლოდ აუცილებელი მოლეკულების შემადგენელ ნაწილს და მოქმედებენ, როგორც ორგანიზმში ბევრი მნიშვნელოვანი ბიოსინთეზური რეაქციების აუცილებელი ფაქტორი.

[u][b]ჩვენება:[/b][/u]
• მეხსიერების შესუსტება, გულმავიწყობა
• ნერვულ-ფსიქიური სტრესი, დაძაბულობა და დაღლილობა
• კონცენტრაციის არარსებობა და დეზორიენტაცია
• ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური ზრდის შეფერხება
• ფუნქციური გონებრივი უკმარისობა
• თავბრუსხვევა, გონების აშლილობა
• ნეირონული ნივთიერებათა ცვლის და კაპილარული სისხლის მიმოქცევის დათრგუნვა
• საშუალო სიმძიმის შფოთვა და დეპრესია


[u][b]დოზირება[/b][/u]
მოზრდილები: ერთი კაფსულა ორჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

[u][b]ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:[/b] [/u]
აღწერილი არ არის.

[u][b]ჭარბი დოზირება[/b][/u]
აღწერილი არ არის, ნაკლებსავარაუდოა.

[u][b]უკუჩვენება[/b][/u]
ინტელანს არ გააჩნია ტოქსიკური ეფექტი. მაგრამ ის უკუჩვენებითია ინტელანის ერთი ან რამოდენიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის მქონე ადამიანებისათვის, და ასევე ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

[u][b]გვერდითი მოვლენები:[/b][/u]
უმნიშვნელო. ძილის დარღვევის იშვიათი შემთხვევები ინტელანის ღამით მიღებისას. წამლის მიღება რეკომენდებულია ძილის წინ მინიმუმ სამი საათით ადრე.

[u][b]შენახვის პირობები:[/b][/u]
ინახება არა უმეტეს + 25ºC ტემპერატურაზე. დაიცავით ბაშვებისაგან.

[u][b]ვარგისიანობის ვადა[/b][/u]
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

[u][b]აფთიაქიდან გაცემის პირობა [/b][/u]
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

[u][b]გამოშვების ფორმა:[/b][/u]
შეფუთვაში 20 კაფსულა

[u][b]მწარმოებელი: [/b][/u]
HERBION
The Way to Health
ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ
30/28, ქორანგის სამრეწველო ზონა,
ყარაჩი, პაკისტანი
www.herbion.com
მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights