პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
დელაცეტი
წამლის ფორმა:
ნაყენი გარეგანი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 100გ პრეპარატი შეიცავს მინდვრის დეზურას ნაყენს (Delfinii consolidae tinkturae) 96 გ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიპედიკულეზური საშუალება, თავის თმიან საფარველზე ტილების გასანადგურებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დელაცეტი ტილებზე ახდენს ძლიერ ტოქსიურ მოქმედებას მათი განვითარების ყველა სტადიაზე. ინსექტიციდურს ეფექტს ტილებისა და მათი კვერცხების წინააღმდეგ ალკალოიდი დელსოლინი, რომლსაც დეზურას ბალახი შეიცავს ავლენს
გამოყენების ჩვენება:
თავის თმიან საფარველის პედიკულოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 5 წლის ასაკის ზემოთ.
უკუჩვენება:
პრეპარატი უკუნაჩვენებია მის კომპონენტებზე ალერგიის დროს და 5 წლის ასაკის ქვემოთ. წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, თავის კანის ღია ჭრილობების და ძლიერი ანთებითი პროცესების დროს.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
თმების დამუშავებისას საჭიროა მოერიდოთ პრეპარატის თვალის, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსზე მოხვედრას. მათ დასაცავად შეიძლება ბამბის ტამპონების გამოყენება. ლორწოვან გარსზე პრეპარატის შემთხვევით მოხვედრისას საჭიროა მისი ჩამობანვა გამდინარე წყლით და აუცილებლობის შემთხვევაში კი ექიმთან მიმართვა. პრეპარატი გამოიყენება ცეცხლთან ახლოს დაუშვებელია!
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
არ არის ცნობილი.
განსაკუთრებული მითითებები:
დელაცეტი უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება:
თმებს ისველებენ პრეპარატით გაჟღენთილი ტამპონის საშუალებით, თავზე იფარებენ პოლიეთილენს,ზემოდან თავსაფარს და იჩერებენ 2-3 საათის განმავლობაში. შემდეგ თავს ჩამოიბანენ გულდასმით თბილი წყლითა და შამპუნით ან საპნით და ივარცხნიან თმებს მჭიდრო სავარცხლით. საჭიროებისას შეიძლება მკურნალობის განმეორება ერთი კვირის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. მაგრამ იმ პირებში, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ალერგიისადმი, შეიძლება წარმოიქმნას კანის უმნიშვნელო გაღიზიანება.
გამოშვების ფორმა:
ნაყენი გარეგანი გამოყენებისათვის; 100 გ შუშის ფლაკონში.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება 15 -25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ მწარმოებლის დასახელება და მისამართი კრაკოვის სამკურნალო მცენარეების ქარხანა “ჰერბაპოლი” ქ. კრაკოვი, ხალუპნიკის ქუჩა 14 31-464 პოლონეთი