ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიიურისტი"ყველას მოგიწოდებთ - როგორც ექიმისგან იღებთ კონსულტაციას, ასევე კვალიფიციური იურისტისგან მიიღეთ რჩევა,...

“ყველას მოგიწოდებთ – როგორც ექიმისგან იღებთ კონსულტაციას, ასევე კვალიფიციური იურისტისგან მიიღეთ რჩევა, სანამ სამართლებრივ დოკუმენტს ხელს მოაწერთ!” – ექსკლუზიური ინტერვიუ ადვოკატ ზურაბ ბეიტრიშვილთან

მედიაჰოლდინგი 《შენი》გთავაზობთ ინტერვიუს ზურაბ ბეიტრიშვილთან, რომელიც არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურისტი, სამართლის დოქტორი. სამართლის ექსპერტი კვალიფიციურ მოსაზრებებს და სასარგებლო რჩევებს უზიარებს ჩვენს მკითხველს:

– ბატონო ზურაბ, ადვოკატი ბრძანდებით და როგორც ვიცი, ძირითადად სამოქალაქო სამართლის სფეროში მუშაობთ. საინტერესოა, ძირითადად, რომელ საკითხებზე მოგმართავთ საზოგადოება?

– საზოგადოება მოგვმართავს ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადი პრობლემა მაინც სამშენებლო სფეროს უკავშირდება.

ზოგ შემთხვევაში სამშენებლო კომპანიები არაკეთილსინდისიერად კაბალურ ხელშეკრულებას უფორმებენ მომხმარებელს. ფაქტობრივად, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ სამშენებლო კომპანიების 99% დათქმულ დროს არ აბარებს მომხმარებელს ბინას. ამასთანავე, მათ მიერ შედგენილ ხელშეკრულებებში წერია მცირე პირაგამტეხლო, კომპენსაცია, კომპანიები მასხრად იგდებენ მომხმარებლებს.

ჩემი, როგორც კვალიფიციური იურისტისა და ექსპერტის, მოსაზრება, რომ ეს საკითხები უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობის დონეზე, შეიქმნას რაიმე მაკონტროლებელი. ვინც ჩვენ მოგვმართავს და გვირეკავს, ყველას წინასწარ ვეუბნებით, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართონ იურისტს, შეადგინონ ისეთი ხელშეკრულება, რომ დაცული იყოს ორივე მხარის უფლებები და ინტერესები, რათა იყოს თანაბარი, სწორი, სამართლებრივი და ობიექტური ხელშეკრულება.

– ბატონო ზურაბ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, გეტყოდით, რომ ზოგადად, ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ცნობიერება ასამაღლებელია საზოგადოებაში, არა მხოლოდ სამშენებლო სექტორში, არამედ, მაგალითად, ბანკებთან ურთიერთობებშიც.. ვფიქრობ, რომ საინფორმაციო კამპანია საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანებმა კარგად გაიაზრონ, რა სახის ხელშეკრულებას აწერენ ხელს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

– დაგეთანხმებით, რომ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც ადამიანებისთვის, რომლებიც თავდებში უდგებიან, მაგრამ არ იციან, რას აწერენ ხელს, რაც დიდ პრობლემას უქმნის მათ – შეიძლება პრობლემა შეექმნათ მათ საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით, უძრავი ქონებიდან ვალის ამოღების მიზნით.

საზოგადოებას მოვუწოდებდი, რომ ცნობიერება აიმაღლონ (სახელმწიფოც უნდა ზრუნავდეს ამაზე) და სანამ ამ ნაბიჯს გადადგამენ, მივიდნენ იურისტთან და გაიარონ ნებისმიერ საკითხზე კონსულტაცია. როგორც ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში, ჩვენთანაც ვისურვებდი იმას, რომ ეს მიმართულება განვითარდეს და როგორც იჯახის ექიმი ჰყავს ყველა ოჯახს, ასევე ჰყავდეთ იურისტებიც.

ადვოკატთან მისვლა და რჩევის მიღება ნიშნავს, რომ საკითხი ნორმალურად და დადებითად იქნება გადაწყვეტილი და ბევრ პრობლემას აირიდებ თავიდან.

-კიდევ რა სამართლებრივ საკითხებზე გიწევთ მუშაობა? როგორც ვიცი, ოჯახურ საქმეებზეც მუშაობთ…

– დიახ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გახშირებულია ოჯახური ძალადობა, როგორც ერთი მხრიდან, ასევე, მეორე მხრიდანაც… ეს საკითხიც დასახვეწია სამართლებრივად…

– შეიძლება ზოგად სტატისტიკაზე ვერ ისაუბროთ, მაგრამ პირადად თქვენი გამოცდილებით – ტენდენცია როგორია, გახშირდა თუ არა იმ ქალთა რიცხვი, რომლებმაც დაიწყეს ამ საკითხთან დაკავშირებით მომართვიანობა? –  რადგანაც მაინც ჩაკეტილ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ძირითადად, ტაბუდადებულია ოჯახური თემები…

-რა თქმა უნდა, გახშირდა და საკმაოდ ამაღლდა ცნობიერებაც, მაგრამ დასახვეწია კიდევ ბევრი რამ საკანონმდებლო ბაზაში…

– როგორც იუროსტი, რას ირჩევთ ადამიანებს – რა გააკეთონ ოჯახური ძალადობის შემთხვევაში? რა მექანიზმი არსებობს სამართლებრივად მათ დასაცავად?

– პირველ რიგში, როდესაც თავად შეატყობენ, რომ ერთმანეთის ფსიქოლოგია, ხასიათი არ ეწყობა, მოვუწოდებ, გაერიდონ და გააგრძელონ თავიანთი ცხოვრება ცალ-ცალკე… აქ სქესს მნიშვნელობა არ აქვს…

– საინტერესოა, ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზით თუ მოგმართავენ?

ფსიქოლოგიური, ეკონომიკური… არსებობს ეკონომიკური ძალადობაც – „შენ მე უნდა მარჩინო“ და მსგავსი ფაქტი არაერთია…

ბატონო ზურაბ, სოციალური ქსელების ჯგუფებში არაერთხელ შემხვედრია პოსტი, როცა მსგავს თემებზე ხალხი ერთმანეთს ეკითხება აზრს – მნიშვნელოვანია, განმარტოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური იურისტის რჩევას/კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე?

– ერთი და იგივე სამართლებრივი სიტუაცია არ არსებობს. ამიტომ ამ შემთხვევაში სხვისი გამოცდილება არ ნიშნავს იმას, რომ შენთანაც ასე დასრულდება…

მოვუწოდებ ყველას – შეცდომის და პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უნდა მიმართონ კვალიფიციურ იურისტს.

– აქვე გეტყვით, რომ ხშირად მსმენია სტერეოტიპი – აზრი არ აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, იმიტომ, რომ საოჯახო თემების განხილვა დროში ძალიან იწელება და ერთგვარად, აპათიური დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ…

– საქმე ისაა, რომ მოსამართლეს აქვს 200-250 საქმე განსახილველი. ისიც ადამიანია და დრო სჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლად…

მაგრამ კონონმდებლობით, სადაც ფიგურირებს არასრულწლოვანი ბავშვი, ის საქმეები ყოველთვის პრიორიტეტულია. ყველა ქვეყანაში თითქმის ასეა…  სწორედ ამიტომ, როდესაც გეყოლება იურისტი და ადვოკატი გვერდით, მისგან მიიღებ სწორ და საჭირო რჩევებს…

– ასევე მნიშვნელოვანი საკითხებია –  როგორ უნდა მოძებნონ კვალიფიციური იურისტი და ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია ეს მომსახურება…

– ადვოკატი არ არის შეზღუდული ფინანსების მხრივ – მას შეუძლია ანაზღაურებად აიღოს 1 ლარიც და შეუძლია მოითხოვოს მილიონიც.

ინდივიდუალურად ხდება ფინანსების შეთანხმება საკითხის სიმძიმისა და სირთულის შესაბამისად.  დღეს ყველას აქვს კომპიუტერი, ტელეფონი, შეუძლიათ შევიდნენ და დაათვალიერონ სოც.ქსელებიც და მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვინ სურთ…

შეუძლიათ,  მიიღონ ინფორმაცია, თუ ვინ, რა სფეროშია კვალიფიციური. ასევე შუძლიათ კონსულტაცია გაიარონ რამდენიმე ადვოკატთანაც კი, რომ საბოლოოდ სწორი ანალიზი გააკეთონ… დაეყრდნონ არამხოლოდ ერთს, არამედ მოისმინონ 2 ან მეტი ადვოკატის მოსაზრება და თავად შეაჩერონ არჩევანი…

– როდესაც კვალიფიციურობას ვახსენებთ, საინტერესოა, რა გზას გადიან ადვოკატები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საქართველოში?

– თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ამ სფეროში მივდივართ წინ და წინ. ჩვენ გვაქვს დიდი ასოციაცია (ადვოკატთა ასოციაცია/რედ). ძალიან კარგი თავმჯდომარე გვყავს, ადვოკატი დავით ასათიანი, რომელიც გვეხმარება ყველას. გავდივართ ტრენინგებს, რომელიც ონლაინაც შეგიძლია გაიარო და რეალურადაც. პანდემიის დროსაც კი არ გავჩერებულვართ, მუდმივად ვიყავით ჩართული და პროცესიც მუდმივად მიმდინარეობდა. კანონები იცვლება სულ, ახალი რამ ემატება და აქედან გამომდინარე, იურისტს სჭირდება მუდმივი განვითარება.

მე დამატებით გავლილი მაქვს არასრულწლოვანთა საკითხზე კვალიფიკაცია. კანონით, ადვოკატს, რომელსაც არ აქვს სპეციალური ცოდნა და გამოცდილება, რაც გამოცდით ბარდება,  არ აქვს უფლება, იმ საქმეში მიიღოს მონაწილეობა, სადაც ფიგურირებს არასრულწლოვანი.

ეს ძალიან სპეციფიკური საკითხია და ბავშვების ფსიქიკა ძალიან მოსაფრთხილებელია, ამიტომ სჭირდება კვალიფიციური მიდგომა.

ინტერვიუს ბოლოს გავიმეორეობ და ისევ მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, რომ როდესაც რაიმე საკითხთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდებათ, სანამ რაიმე გაფუჭდება, მანამდე მიმართონ იურისტს, გაიარონ სრული კონსულტაცია და მათი დახმარებით გადადგან სამართლებრივად სწორი ნაბიჯი.

ავტორი: თათია გოჩაძე

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი