შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაVIDEO: როგორ შევამოწმოთ რძის პროდუქტის ფალსიფიცირება სახლის პირობებში

VIDEO: როგორ შევამოწმოთ რძის პროდუქტის ფალსიფიცირება სახლის პირობებში

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, გვიზიარებს მეთოდს, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ რძის პროდუქტი ფალსიფიცირებულია თუ – არა:

– მწარმოებლები სახამებელს იყენებენ იმისათვის, რომ ყველის მასა გაიზარდოს. შესამოწმებლად ძალიან მარტივი ტესტი არსებობს, რომელიც სახლის პირობებში შეგვიძლია, გამოვიყენოთ. ყველის ნაჭერს იოდის რამდენიმე წვეთი უნდა დავაწვეთოთ. თუ მასა გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ ყველი სახამებელს შეიცავს. იგივე მეთოდი ვრცელდება ხაჭოზეც. ხაჭოსაც სახამებელს ხშირად უკეთებენ იმისათვის, რომ მასა გაიზარდოს. თუ იოდმა ფერი შეიცვალა და პროდუქტი გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე ფალსიფიცირებულ პროდუქტთან გვაქვს. კიდეებიდან უნდა დაიწყოს გალურჯება და შუა ნაწილამდე მოვიდეს. 2-3 წუთი უნდა ვაცადოთ და შემდეგ უკვე საბოლოო შედეგს მივიღებთ. ფალსიფიცირებული პროდუქტის შეძენას არავის ვურჩევ.

@irakliarabuli1 #ირაკლიარაბული #ჰასპი #HACCP #FoodSafet #სურსათისუვნებლობა #რძე ♬ original sound – Irakli Arabuli

 

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რწყილების მოსაშორებლად ლიმონის ნაყენი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი