პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაVIDEO: რა შეცვალა ნიკოლოზ წულუკიძის უმძიმეს დღეებში რამაზ დავლაძის ზარმა

VIDEO: რა შეცვალა ნიკოლოზ წულუკიძის უმძიმეს დღეებში რამაზ დავლაძის ზარმა

ნანკა გვარის გადაცემის, „მარტოობის 15 წუთის“ გასულ ეპიზოდს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სტუმრობდა.

ნიკოლოზ წულუკიძემ მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდის დროს, თანადგომის ერთ-ერთი მაგალითი გაიხსენა:

„ყოველთვის შეგიძლია ბედნიერება გაზომო შენზე უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით – რომ, რა ქნას იმან. ბათუმში რომ კორპუსი ჩამოინგრა და მამა, რომელსაც მეუღლე და შვილები დაეღუპა, ჩემი ამბიდან რამდენიმე დღეში მირეკავს. რომ მითხრა, ვინ იყო და რომ გავაცნობიერე, ეს კაცი გასამხნევებლად მე მირეკავს, იცით, რამხელა ძალა იყო? რომ ცდილობ, ფეხზე დადგე, პირველი არის ამის გაცნობიერება – იმას, რომელსაც ასე უჭირს [უფრო], შეუძლია, ამ დროს შენზე იფიქროს და დაგირეკოს. იმ წუთში გამიჩნდა სურვილი, იმან მე მომცა რაღაც…ვალი და ახლა მე ეს უნდა გავაკეთო… ვის უნდა დავეხმარო?“ – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.

 

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ბაღდათის სოფლებში მეწყრულ პროცესებს სპეციალისტები 2022 წელს უკვე პროგნოზირებდნენ - ტრაგედიის ადგილი სტიქიის ზონად არის მონიშნული
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი