პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოპაპიემაშეს ტექნიკა – ისტორია III საუკუნიდან დღემდე და მისი გამოყენება UNIKO-ს ხელოვნების...

პაპიემაშეს ტექნიკა – ისტორია III საუკუნიდან დღემდე და მისი გამოყენება UNIKO-ს ხელოვნების აკადემიაში

UNIKO აკადემიაში საუკუნეების ისტორიის მქონე უძველესი ტექნიკა — პაპიემაშე დღემდე გამოიყენება

UNIKO

თანამედროვე XXI საუკუნეში, ქართველი მხატვარ-დიზაინერის ქეთევან დარსაველიძის შემოქმედება და უძველესი ტექნიკა მის შემოქმედებაში

პაპიემაშე — ჩვ.წ. III საუკუნიდან, თანამედროვე XXI საუკუნეში

არტ-თერაპიული, უძველესი, ბევრი შესაძლებლობის მქონე, საოცრად საინტერესო და შრომატევადი ტექნიკა — პაპიემაშე, რომელიც მეორეულ მასალებს აცოცხლებს და აძლევს ახალ სიცოცხლეს.

UNIKO

სიბრტყობრივი, რელიეფური, მოცულობითი, დაპრესილი მუყაო, გაზეთები და ქაღალდები მუშავდება. იძენს ამ ტექნიკის საშუალებით ახალ სიცოცხლეს და აძლევს შემომქმედს საშუალებას, მრავალმხრივ გამხატოს სხვადასხვა ფორმით თავისი შემოქმედება.

პაპიემაშეს ისტორიის ფესვები ჩვ.წ. III საუკუნიდან ჩინეთიდან იწყება.

ამ უნიკალური ტექნიკის საშუალებით (ეპოქა, დინასტია, ხანი) ხელოსნები ამზადებდნენ საომარ შლემებს, ფარებს და ზედაპირს დამცავი ლაკით ფარავდნენ. ამ ტექნიკის საშუალებით დამზადებული საომარი ინვენტარი იმდენად მყარი და ამავდროულად მსუბუქი იყო ნატყორცნი შუბის დარტყმასაც კი უძლებდა.

UNIKO

მათი სიმსუბუქე კი მეომარს საშუალებას აძლევდა ბრძოლაში მოქნილი და სწრაფი ყოფილიყო.

ეს ტექნიკა მალევე გავრცელდა იაპონიაში, ინდოეთსა და სირიაში. ამ ტექნიკით მზადდებოდა რიტუალური ნიღბები, სარკოფაგები, შირმები, საკულტო ნივთები და სხვა.

ევროპაში, კონკრეტულად საფრანგეთში, პაპიემაშე პოპულარული გახდა XVII საუკუნიდან, ხოლო მისი სახელწოდებაც სწორედ ამ ქვეყნიდან იღებს სათავეს. ფრანგულად Papier mâché ნიშნავს დახეულ ქაღალდს.

საფრანგეთში პაპიემაშეს ტექნიკით თავდაპირველად ძირითადად ამზადებდნენ საბავშვო თოჯინებს.

შემდგომში ამ ტექნიკით დაიწყეს ავეჯის დამზადება, რომლის ზედაპირებს დეკორატიული ელემენტებით ამშვენებდნენ.

ასევე იქმნებოდა გამოყენებითი და დეკორატიული ნივთები, როგორებიცაა ზარდახშები, კოსტიუმის აქსესუარები, საკარნავალო ნიღბები და სხვა.

XXI საუკუნეში მოდელირების გზით შემონახული, საუკუნეების უძველესი, მრავალფუნქციური და უნიკალური ტექნიკა — პაპიემაშე აქტიურად გამოიყენება სცენოგრაფიაში, თეატრში, კინოში, ოპერაში, სცენის დეკორაციებში, კოსტიუმის აქსესუარებსა და თანამედროვე ინტერიერში.

ტექნიკა პაპიემაშე საქართველოში აქტიურად გამოიყენება როგორც პროფესიულ შემოქმედებაში, ასევე სასკოლო და სასწავლო პროცესში.

პროფესიით მხატვარ-დიზაინერის, ქეთევან დარსაველიძის საავტორო ნამუშევრების ერთ-ერთი ძირითადი ტექნიკა სწორედ პაპიემაშეა.

  „გვიმძიმს ახალი წლის მტკივნეული ამბით დაწყება.. მოგვენატრები ბერეკ“ - ქართველი არბიტრი დავით ბერეკაშვილი გარდაიცვალა

ქალბატონი ქეთევანი აქტიურად ასწავლის ამ ტექნიკას სასწავლო და შემოქმედებით პროცესებში — როგორც მის საბაზისო ეტაპებს, ასევე მრავალმხრივ განვითარებულ მეთოდებს.

პაპიემაშე საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მყარი, სიბრტყობრივი, რელიეფური და მოცულობითი კონსტრუქციები, რომელთა ზედაპირები იხატება და ფორმდება სხვადასხვა მასალის გამოყენებით.

ამ ტექნიკის საშუალებით შესაძლებელია იდეის სრულყოფილი რეალიზაცია და ულამაზესი გამოყენებითი და დეკორატიული ნივთების შექმნა: ინტერიერის დეკორი, სადღესასწაულო და საქორწილო ინვენტარი, კოსტიუმის აქსესუარები და სხვა.

ქეთევან დარსაველიძე ამჟამად მოღვაწეობს „ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია უნიკო“-ში სამხატვრო ხელმძღვანელად.
22-წლიანი გამოცდილებით შემოქმედებითი სასწავლო პროცესების მენტორი, უკვე 5 წელია აქტიურად შეასწავლის სტუდენტებს ამ უნიკალურ ტექნიკასა და მის მრავალმხრივ განხრას.

ქალბატონი ქეთევანი გამოცდილებას უზიარებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს როგორც სასწავლო პროცესის ფარგლებში, ისე მასტერკლასებით.

მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან მყარი, ესთეტიკურად გამართული, გამოყენებითი და დეკორატიული ხელნაკეთი ნივთები.


სტატია მოწოდებულია UNIKO-ს მიერ.
ყველა უფლება დაცულია.
სტატიის გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ წყარო.


 

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი