მედიაჰოლდინგმა 《შენი》და რადიო 《პოზიტივმა》ერთობლივი საქმიანობა დაიწყეს.
რადიო “პოზიტივზე” FM 104.3 უკვე ყოველ სამუშაო დღეს მოისმენთ “შენი ჰოროსკოპის” საინტერესო სიახლეებს.
შეგახსენებთ, რომ რადიო “პოზიტივი” მედიაჰოლდინგ “შენის” პარტნიორი გახდა.
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც მედიაჰოლდინგ “შენის” დამფუძნებელია, რადიო “პოზიტივის” ხელმძღვანელ კონსტანტინე წივწივაძეს შეხვდა და საერთო საქმიანობის დეტალებზე ესაუბრა.
რადიო “პოზიტივი” უკვე წლებია, 104.3 სიხშირეზე მაუწყებლობს და მსმენელს გემოვნებიან მუსიკას და საინფორმაციო გადაცემებს სთავაზობს.
მედიაჰოლდინგი “შენი” კი ქართულ მედიასივრცეში ახლად დაფუძნებულია და 11 ვებგვერდითა და 15-ზე მეტი სოციალური ქსელით სრულიად საქართველოს მოსახლეობას აწვდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები