პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაExpedia: საქართველო - ქვეყანა, რომელიც უნდა აღმოაჩინო

Expedia: საქართველო – ქვეყანა, რომელიც უნდა აღმოაჩინო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაჯავშნის ტურისტულ პლატფორმასთან Expedia და სამოგზაურო მედია ჯგუფთან Beautiful Destinations ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

კამპანიის მიზანია საქართველოს ტურისტული იმიჯის პოზიციონირება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ბაზრებზე.

დაჯავშნის პლატფორმაზე Expedia დეტალური ინფორმაციაა განთავსებული საქართველოს ტურისტული მიმართულების, ბუნების, კურორტების, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ.

პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვა და განთავსების საშუალებების დაჯავშნა.

„გაიცანით საქართველოს უნიკალური ბუნება, გემრიელი სამზარეულო და მდიდარი კულტურა. საქართველოს შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ თქვენ ის უკვე აღმოაჩინეთ“, – წერს Expedia.

გზამკვლევში ინფორმაციაა განთავსებული იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე დაგეგმილი ფესტივალების, მეღვინეობისა და კულინარიის შესახებ.

Expedia-ის საიტზე საქართველოს შესახებ ბანერებია განთავსებული, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილ გვერდებზე გადასვლა და დაჯავშნა.

Beautiful Destinations-ის სოციალური არხების ჯამური აუდიტორია 50 მილიონს აჭარბებს.
Expedia-ის მომხმარებელთა რაოდენობა კი 46 მილიონზე მეტია.

https://www.expedia.co.uk/spotlight/GuideToGeorgia_uk

https://www.expedia.com/spotlight/GuideToGeorgia

https://www.expedia.de/spotlight/GuideToGeorgia_de

  ისრაელისა და ირანის დაპირისპირების ფონზე თბილისსა და ბათუმში ფრენები გაუქმდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი