ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 22 მაისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 22 მაისს

ივლისის თვეში დედაქალაქში 50 საბავშვო ბაგა-ბაღი იმუშავებს,ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ივლისის თვეში მომუშავე 50 საბავშვო ბაღი 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.

რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები.

****

ლონდონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის – Universities UK International ის დირექტორთან, ჯეიმი ეროუსმიტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის ანგარიშის შედეგებს. მინისტრის თქმით, კვლევის შედეგები არის ძალიან ოპტიმისტური, რაც საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის უდიდეს შესაძლებლობას იძლევა.

****

მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თრიალეთის ქ. N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თავის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით, სპორტულ ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია სასტუმროც, ვარჯიშის პერიოდში გუნდების განთავსების მიზნით.

****

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, სახელობით კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს, საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ.

მეცნიერები წარადგინა და დიპლომები გადასცა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.

როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნა, დიპლომი გადაეცა თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელს.

****

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გაავრცელა კონგრესმენთა ჯგუფის მიმართვა თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის მიმართ, სადაც მინისტრს მოუწოდებენ, დაუშვას უკრაინის თავდასხმა რუსეთში მდებარე სამიზნეებზე და გააფართოოს უკრაინელების წვრთნა ამერიკულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე.

კანონმდებლები თვლიან, რომ უკრაინელებს არ შეუძლიათ ეფექტურად დაიცვან თავი ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, რომელიც უნდა შეიცვალოს.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

მასალის გამოყენების პირობები
  რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები პირველ ივლისს
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
მარტივი ანალიზით რთული დაავადებების დიაგნოზი – AI ცვლის სამედიცინო დიაგნოსტიკას

მარტივი ანალიზით რთული დაავადებების დიაგნოზი – AI ცვლის სამედიცინო დიაგნოსტიკას

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი