ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისხვაChatGPT-ში რეკლამის ტესტირება დაიწყო

ChatGPT-ში რეკლამის ტესტირება დაიწყო

OPEN AI-მ აშშ-ში ჩატ-ბოტ ChatGPT-ში რეკლამის ტესტირება დაიწყო.

დეველოპერი კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, რეკლამა გამოუჩნდებათ სრულწლოვან მომხმარებლებს Free და Go პაკეტებით; ტესტირება არ ეხება Pro, Business და Enterprise გამომწერებს.

მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ რეკლამის ნახვა, შეუძლიათ შეცვალონ სააბონენტო გეგმა ან გამორთონ რეკლამა უფასო ვერსიაში, თუმცა ამ შემთხვევაში ჩატ-ბოტში დღიური შეტყობინებების რაოდენობა შეუმცირდებათ.

„რეკლამა არანაირ გავლენას არ ახდენს იმ პასუხებზე, რომლებსაც ChatGPT-სგან იღებთ. რეკლამის განმთავსებლებს არ აქვთ წვდომა თქვენს ჩატებზე, საუბრების ისტორიაზე, შენახულ მონაცემებზე ან პირად ინფორმაციაზე. რეკლამის განმთავსებლები ხედავენ მხოლოდ რეკლამის ეფექტიანობის ზოგად მაჩვენებლებს, როგორიცაა ნახვების ან დაწკაპუნებების რაოდენობა“, – განაცხადეს OpenAI-ში.

  როგორ გამოვიყენოთ ატმისფერი ინტერიერში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი