თბილისი
„თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციაზე
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები: · მაგისტრის დიპლომი გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით; · სამედიცინო ფიზიკოსად…
პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე მწარმოებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების გზებზე, გარემოსთვის უვნებელი ალტერნატივების დანერგვის შესაძლებლობებზე, ბიზნესსექტორის მხარდაჭერის მექანიზმებსა და რეგულაციების დანერგვის ვადებზე გარემოს დაცვისა და…
მარიამ ქვრივიშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების მოწყობა შესთავაზა
მარიამ ქვრივიშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების მოწყობა შესთავაზა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაჭრობის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. ხაზი გაესვა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „იგლ ჰილსის“ დეველოპერულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეკონომიკაში რეკორდული ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საამიროების ავიაკომპანიის „ეტიჰად ეარვეისის“ შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე, რომელიც 2026 წლის მარტიდან აბუ - დაბისა და თბილისს შორის პირდაპირ რეისს კვირაში 14-ჯერ შეასრულებს. აღინიშნა, რომ კიდევ ერთი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ხელს ასევე შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. შეხვედრაზე საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ქართველ კოლეგას ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების ჩატარება შესთავაზა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობა როგორც აბრეშუმის გზის იდეის განვითარებისთვის წარმატებული სადისკუსიო პლატფორმა პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერებისთვის. ფორუმის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების მინისტრ მოჰამედ ჰასან ალსუვაიდისთან.
„თბილისი ენერჯი“ – 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, თბილისში, ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის 4 692 შემთხვევა გამოვლინდა
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, თბილისში, ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის 4 692 შემთხვევა გამოვლინდა. კომპანიის ცნობით,…
თბილისში, მილიონ კვადრატულ მეტრზე ახალი „მწვანე ქალაქი“ აშენდება
თბილისში ახალი „მწვანე ქალაქი“ აშენდება - ამის შესახებ განაცხად საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით…
თბილისის რომელ 3 უბანშია მოსალოდნელი ფასების ზრდა უძრავ ქონებაზე
თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და ცვალებად სექტორად იქცა. მიუხედავად ზოგადი ეკონომიკური რყევებისა, საცხოვრებელი ბინების…

