ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიBritish Airways კვირაში ოთხჯერ შეასრულებს პირდაპირ რეისებს ლონდონი–თბილისი-ლონდონის მიმართულებით

British Airways კვირაში ოთხჯერ შეასრულებს პირდაპირ რეისებს ლონდონი–თბილისი-ლონდონის მიმართულებით

გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია British Airways დღეიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის რეგულარულ რეისებს კვირაში ოთხჯერ განახორციელებს. პირველი ფრენა 156 მგზავრით A320 ტიპის თვითმფრინავით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე შესრულდა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

British Airways მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ავიაბრენდია, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის ოპერირების ისტორიით გამოირჩევა. ავიაკომპანია OneWorld-ის თანადამფუძნებელია — ეს ალიანსი დღესდღეობით მსოფლიოში სიდიდით მესამეა SkyTeam-ისა და Star Alliance-ის შემდეგ.

British Airways ყოველდღიურად 190-ზე მეტ მიმართულებას ემსახურება 65 ქვეყანაში, მისი მთავარი ბაზა კი ლონდონის ჰითროუს აეროპორტია — ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საჰაერო ჰაბი.

მგზავრებს ასევე შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით აშშ-ის მიმართულებით, რაც შესაძლებელი გახდა British Airways-ისა და American Airlines-ის პარტნიორობის შედეგად.

პირდაპირი რეისების შესრულებას წინ უძღვოდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ბრიტანეთის შესაბამის უწყებებს შორის. შეთანხმება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების აქტიური ჩართულობით შედგა.

ახალი საჰაერო ხაზის ამოქმედებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში – გარეთ უარდი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – მარიამ ქვრივიშვილი, აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი – ლევან მოსეშვილი, British Airways-ის მენეჯმენტი და TAV Georgia-ს წარმომადგენლები.

#drpkhakadze

  როდემდე შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი საქართველოში
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი