SheniAmbebi.ge

დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მიჰყევით:
18917 სტატიები

მარიამ ქვრივიშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების მოწყობა შესთავაზა

მარიამ ქვრივიშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების მოწყობა შესთავაზა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაჭრობის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. ხაზი გაესვა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „იგლ ჰილსის“ დეველოპერულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეკონომიკაში რეკორდული ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საამიროების ავიაკომპანიის „ეტიჰად ეარვეისის“ შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე, რომელიც 2026 წლის მარტიდან აბუ - დაბისა და თბილისს შორის პირდაპირ რეისს კვირაში 14-ჯერ შეასრულებს. აღინიშნა, რომ კიდევ ერთი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ხელს ასევე შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. შეხვედრაზე საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ქართველ კოლეგას ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების ჩატარება შესთავაზა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობა როგორც აბრეშუმის გზის იდეის განვითარებისთვის წარმატებული სადისკუსიო პლატფორმა პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერებისთვის. ფორუმის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების  ინვესტიციების მინისტრ მოჰამედ ჰასან ალსუვაიდისთან.

4 ხრიკი, რომელიც უჩინარი ფორების მოშორებაში დაგეხმარებათ

ბევრს სურს სახეზე ფორები შეიმციროს, რადგანაც მათი სრული გაქრობა არ გამოდის. ვერ დაგეხმარებათ მათი გასუფთავება, ვერც რომელიმე მაგიური საშუალება და…

რატომ უნდა მივირთვათ ნუში ყოველ დღე?

ნუში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თხილეულია, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და სასარგებლო ცხიმებით. მისი ყოველდღიური მიღება ბევრ სარგებელს მოგცემთ, მათ შორის…

iPhone 16e — Apple-ის ახალი ბიუჯეტური ტელეფონი

Apple-მა ახალი ბიუჯეტური ტელეფონი iPhone 16e წარმოადგინა, რომელიც iPhone 16-ის ხაზის უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია. ამ მოდელს გააჩნია Apple Intelligence ფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად…

შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური „ტვ პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და არხს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად…

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ

ქეშიუს თხილეული ცნობილია მისი კარაქისებური გემოსა და დამახასიათებელი ფორმის წყალობით. ბევრი ჩვენგანისთვის ის ჯანსაღი ხემსია. თუმცა ალბათ ჯერ კიდევ არ…

„თბილისი ენერჯი“ – 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, თბილისში, ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის 4 692 შემთხვევა გამოვლინდა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, თბილისში, ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის 4 692 შემთხვევა გამოვლინდა. კომპანიის ცნობით,…

საქმე, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

გრძელი და დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ჩვენი ტვინი ისეთივე დასვენებას საჭიროებს, როგორც სხეული. სტრესი, გადაღლა და მუდმივი სიჩქარე დროთა განმავლობაში…

5 ხილის სახეობა, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

ხილის რეგულარული მირთმევა ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. თუმცა, ყველა ხილი თანაბრად სასარგებლო არაა. ზოგიერთი მათგანი გამორჩეული თვისებების მქონეა და…

თბილისში, მილიონ კვადრატულ მეტრზე ახალი „მწვანე ქალაქი“ აშენდება

თბილისში ახალი „მწვანე ქალაქი“ აშენდება - ამის შესახებ განაცხად საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით…

- Advertisement -
Ad imageAd image