პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

1 წუთიანი წაკითხვა

პროფესიული განათლების პორტალ vet.ge-ზე დღეიდან დაიწყო აპლიკანტების რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. რეგისტრაციის ვადა 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ, “აირჩიოს არაუმეტეს სამი სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი” — აღნიშნავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

დაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თანამემამულის სტატუსით, თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილებს და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს. დეტალური ინფორმაცია პროგრამების, დაწესებულებების და მიღების პირობების შესახებ ხელმისაწვდომია vet.ge პორტალზე.

სრული ინფორმაცია: Primetime.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. 6 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პროფესიული-განათლების-პრ/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi