სრული ანშლაგით შედგა დასავლეთ საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო საღამოები.  ზუგდიდსა და ქუთაისში, გრანდიოზული კონცერტები გაიმართა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
სრული ანშლაგით შედგა დასავლეთ საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო საღამოები.  ზუგდიდსა და ქუთაისში, გრანდიოზული კონცერტები გაიმართა

სრული ანშლაგით შედგა დასავლეთ საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო საღამოები.  ზუგდიდსა და ქუთაისში, გრანდიოზული კონცერტები გაიმართა.

​მუსიკალური ზეიმი გრძელდება — ცნობილი კომპოზიტორის სცენაზე მოღვაწეობის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოები „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოს ორ დიდ ქალაქში წარმოუდგენელი წარმატებითა და სრული ანშლაგით ჩატარდა.

1 ოქტომბერს მსმენელს ზუგდიდის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა, 4 ოქტომბერს კი საიუბილეო საღამო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. ​ორივე ქალაქში მრავალრიცხოვანი მსმენელი შეიკრიბა. მაყურებელმა კიდევ ერთხელ მოისმინა და ტაშით გააცილა ის დაუვიწყარი მელოდიები და ჰიტები, რომლებმაც მთელი საქართველოს სიყვარული და აღიარება მოიპოვეს.

საღამოები ემოციებით, ტაშითა და თბილი ატმოსფეროთი დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულს კომპოზიტორის შემოქმედების მიმართ. ​

უკვე 8 ოქტომბერს ჯემალ სეფიაშვილი, ქალიშვილთან, ცისანა სეფიაშვილთან ერთად, ხულოს ეწვევა და კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს მსმენელს. ​3 ნოემბერს კი, თბილისში, გრიბოედოვის თეატრში გაიმართება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სრული ანშლაგით შედგა დასავლეთ საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო საღამოები.  ზუგდიდსა და ქუთაისში, გრანდიოზული კონცერტები გაიმართა. 5 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სრული-ანშლაგით-შედგა-დას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi