ნაძალადევის რაიონში, მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეხუთე კლასის მოსწავლემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. როგორც Ambebi.ge იუწყება, გოგონას თავის არეში დაზიანება აღენიშნება და ის სასწრაფო დახმარებით იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას გადის – არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, ბავშვმა დაზიანება ნანგრეული სკოლის შემოვლებულ ღობეზე მიიღო. მისივე თქმით, აღნიშნული სასწავლო დაწესებულება უკვე მეხუთე წელია დანგრეულია და მოსწავლეები სამარშრუტო ტაქსებით 8 კილომეტრით დაშორებულ სკოლაში დაჰყავთ, შეზღუდული საგაკვეთილო დროით.
„აქ უსაფრთხოების ნორმები არის დარღვეული. ჩვენ ვაყენებთ ‘ქართული ოცნების’ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, რადგან ამ სკოლის შესახებ მიწოდებული აქვთ ინფორმაცია”, – განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
ინფორმაციით, სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები არსად არის დაცული, რაც მოსწავლეებისთვის საფრთხის შემცველია.
სრული ინფორმაცია: Ambebi.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ნაძალადევში მოსწავლემ სკოლის ნანგრევებთან დაზიანება მიიღო. 29 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ნაძალადევში-მოსწავლემ-სკ/
