სისხლიანი ღამე სამხრეთ აფრიკაში — ათობით მსხვერპლი რამდენიმე საათში

1 წუთიანი წაკითხვა

სამხრეთ აფრიკა კვლავ მასობრივი სროლების ტალღამ მოიცვა. რამდენიმე საათის განმავლობაში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

ყველაზე სასტიკი ეპიზოდი იოჰანესბურგის მახლობლად ერთ-ერთ ბარში გათამაშდა. შეიარაღებული დამნაშავეები ჯერ დაწესებულების გარეთ შეყრილ ადამიანებს დაუშინეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ამ ერთი თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. გაქცევისას კი დამნაშავეებმა ბარის მიმდებარედ გაჩერებულ ორ ავტომობილსაც წაუკიდეს ცეცხლი. პოლიციის ცნობით, დაზარალებულთა შორის ადგილობრივების გარდა, ლესოტოსა და ეთიოპიის მოქალაქეებიც არიან. გამოძიება ძარცვის ვერსიას ამუშავებს.

იმავე დღის დილის საათებში კეიპტაუნთან ახლოს განლაგებულ ერთ-ერთ სოფელში, გასართობი ობიექტის სიახლოვეს, კიდევ ერთი სისხლიანი ინციდენტი მოხდა. ამ შემთხვევის დეტალები ჯერ კიდევ ირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ეს ამბები სამხრეთ აფრიკაში მომხდარი კიდევ ერთი ტრაგედიის ფონზე ვრცელდება — რამდენიმე დღით ადრე დურბანში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა 11 ადამიანის სიცოცხლეს შეეწირა.

- Advertisement -
Ad imageAd image

დღეის მდგომარეობით, სამართალდამცველებს არცერთი ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ. ქვეყანაში კრიმინალური ძალადობის მასშტაბებმა განსაკუთრებით შემაშფოთებელი სახე მიიღო, რაც ხელისუფლებაზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სისხლიანი ღამე სამხრეთ აფრიკაში — ათობით მსხვერპლი რამდენიმე საათში. 28 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სისხლიანი-ღამე-სამხრეთ-ა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Уборщик/посудомойщик

ბათუმი · დასუფთავება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
NET Trainee

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product manager/Product Owner (MVP)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Software Developer in Test

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T03:11:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია