გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დირექტორმა მარიამ ხანმა განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანების მიერ განათლებაში ინვესტირების ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, მათი დაქორწინებისა და შვილიანობის ასაკიც იზრდება. მისი თქმით, ეს პროცესი თავისთავად ნორმალურია, თუმცა ქვეყნებისთვის დგება მნიშვნელოვანი გამოწვევა – როგორ შეინარჩუნონ სტაბილური შობადობის მაჩვენებელი ამ ცვლილებების ფონზე.
როგორც Interpressnews იუწყება, მარიამ ხანის განცხადებით, „საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა“.
UNFPA-ის დირექტორის თქმით, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც შობადობის მაჩვენებელი მოსახლეობის ჩანაცვლების დონეზე დაბალია. ასეთ ვითარებაში, მისი განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უსაფრთხო დედობის უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.
სრული ინფორმაცია: Interpressnews
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). UNFPA-ის დირექტორი: შობადობის შენარჩუნება მილიონდოლარიანი კითხვაა. 28 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/unfpa-ის-დირექტორი-შობადობის-შ/
