თბილისის №21 სკოლაში გაკვეთილები 28 სექტემბრიდან განახლდება — რა სამუშაოები ჩატარდება შენობაში

1 წუთიანი წაკითხვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რამდენიმე უწყების ერთობლივი განხილვის, სხვადასხვა ექსპერტთან კონსულტაციებისა და სკოლის საზოგადოების ჩართულობის შემდეგ.

სასწავლო პროცესის შეჩერება განპირობებული იყო შენობის ტექნიკური მდგომარეობით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა შეფასება და მიაწოდა სამინისტროს დეტალური რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებების გატარება იყო აუცილებელი სკოლის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.

ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, სამუშაოები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ფასადზე დაზიანებული შელესილობის მოცილება და გაშიშვლებული კედლების გალესვა, ასევე სარდაფში გამოვლენილი ბზარების შევსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. სამუშაოების შესრულებაზე ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხოლო ხარისხის დამოუკიდებელ კონტროლს — ლევან სამხარაულის ბიუროს სპეციალისტები.

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სამუშაოების მიმდინარეობის მთელ პერიოდში მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოება სრულად იქნება უზრუნველყოფილი. ამ მიზნით, განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახური სკოლაში დამატებით პერსონალს გამოყოფს.

- Advertisement -
Ad imageAd image

პარალელურად, სამინისტრო აგრძელებს ალტერნატიული სასწავლო სივრცის ძიებას, რაც მომავალში შენობის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის განხორციელების საშუალებას მისცემს. შენობის მდგომარეობა განგრძობით მონიტორინგში იქნება და ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემის შემთხვევაში, დამატებითი ღონისძიებები დაუყოვნებლივ გატარდება.

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თბილისის №21 სკოლაში გაკვეთილები 28 სექტემბრიდან განახლდება — რა სამუშაოები ჩატარდება შენობაში. 26 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-№21-სკოლაში-გაკვე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Software QA Engineer/Intern (AI-Powered)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Data steward

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T21:18:11+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია