საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნარკოტიკებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რომლის დროსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება — მეთადონი — 76 შეკვრად დაფასოებული სახით აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკი სარეალიზაციოდ იყო განკუთვნილი. ასევე ამოღებულია დაფასოების მასალები და ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს. ეს მუხლები 20 წლამდე ვადიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). თეთრიწყაროში მეთადონი და პისტოლეტი აღმოაჩინეს — ერთი პირი დააკავეს. 26 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თეთრიწყაროში-მეთადონი-და/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:52:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
