საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახსრების მითვისების საქმეში მსჯავრდებული ორი პირი — ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა — გათავისუფლდნენ და №12 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. დაწესებულების კარებთან მათ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
გახსენებისთვის, ეს საქმე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლისძმა ვასილ მხეიძეს და თავდაცვის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავას უკავშირდებოდა. სამივე ბრალდებულს სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა დაუდგინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი სასჯელი განესაზღვრა, ხოლო ვასილ მხეიძეს და გიორგი ხაინდრავას — თითოეულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ახლა მხეიძე და ხაინდრავა სასჯელის მოხდის შემდეგ სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). თავდაცვის სამინისტროს თანხის გაფლანგვაში მსჯავრდებულები მხეიძე და ხაინდრავა სასჯელს მოეხსნენ. 25 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თავდაცვის-სამინისტროს-თა/
