საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არაკანონიერი სიგარეტის ბიზნესის კიდევ ერთი შემთხვევა გამოავლინა. სამართალდამცავებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში ორი პირი დააკავეს, რომლებიც ბრალდების თანახმად, წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ.
გამოძიების მიმდინარეობისას, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა სხვადასხვა სახელწოდების 3 000 კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. ამოღებული საქონლის საბაზრო ღირებულება 19 200 ლარია. პროდუქცია სავალდებულო აქციზური მარკის გარეშე ინახებოდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს. კანონმდებლობა ამ დანაშაულისთვის 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). უაქციზო სიგარეტების უკანონო შენახვა: ფინანსთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. 25 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/უაქციზო-სიგარეტების-უკან/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T03:31:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
