Tbilisi Open Air-ის გამო ლისის ტბისკენ მოძრაობა დროებით იზღუდება — იხილეთ დროებითი გზები და მარშრუტები

2 წუთიანი წაკითხვა

Tbilisi Open Air 2025-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა იმოქმედებს 24 და 25 მაისს, 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე.

თბილისის მერიის ცნობით, დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილებას დადგენილი სქემის მიხედვით შეძლებს.

მოძრაობის სქემა კერძო ავტომობილებისთვის:

  • ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბისკენ ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება
  • კვაჭაძის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, მხოლოდ ლისის წრიული გზიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით
  • იოსებ კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებისკენ მოძრაობა განხორციელდება თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გავლით
  • ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებიდან ავტომობილები გზას ჩვეულ მარშრუტზე გააგრძელებენ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტები:

- Advertisement -
Ad imageAd image
  • ავტობუსი N329 და N363 სოფელ თხინვალას მიმართულებით იმოძრავებენ ლეო კვაჭაძის ქუჩით ცალმხრივად, ხოლო უკუმიმართულებით გაივლიან ავთო ვარაზის ქუჩას
  • N363 ავტობუსი გააგრძელებს გადაადგილებას დადგენილი სქემით
  • N329 ავტობუსი იმოძრავებს პაატა დავითაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება ბერიტაშვილის ქუჩას და შემდეგ მარშრუტს ჩვეული გზით განაგრძობს

თბილისის მერია მოქალაქეებს სთხოვს გაითვალისწინონ დროებითი შეზღუდვები და გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ. ღონისძიების დასრულების შემდეგ მოძრაობა სრულად აღდგება.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

წყარო: shenitbilisi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). Tbilisi Open Air-ის გამო ლისის ტბისკენ მოძრაობა დროებით იზღუდება — იხილეთ დროებითი გზები და მარშრუტები. 25 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/tbilisi-open-air-ის-გამო-ლისის-ტბისკენ-მ-2/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T14:32:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi