მედიაჰოლდინგ “შენი”-ს ერთ-ერთი მიზანი და პრიორიტეტი ქართული სტარტაპების ხელშეწყობაა… ამჯერად გაგაცნობთ “ხისხურო”- ს, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მომხმარებელს ხის უნიკალურ, დახვეწილ, საჭიროებასა და ფუნქციაზე მორგებულ ნაწარმს სთავაზობს:
“ჩვენ ვართ “ხისხურო”, სრულიად ენთუზიაზმზე შექმნილი პატარა ხის ნაკეთობების საამქრო, სადაც ვქმნით მომხმარებლისთვის სასურველ ხის ნაკეთობებს და არამარტო ხის (მაკეტები, სხვადასხვა მცირე ზომის დეკორაციები)…
“ხისხურო”-ს შექმნის იდეა იყო – გვეკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მოგვწონს და არის ჩვენი ჰობი… ამას დაემატა ის რეალობაც, რომ საქართველოში არ შეგხვედრია მსგავსი საამქრო…
მომხმარებელს ვაწვდით იდეებს სურათებით და შემდეგ ვქმნით ნაკეთობებს… ჩვენთვის თითოეული ნაკეთობა სიმბოლურია.
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, ეს სახელი ჩვენი ბრენდისთვის, რაც ძველი ქართულიდან მომდინარეობს ხურო – დურგალი, იგივე ხის ოსტატი, რომელიც ხეზე მუშაობს… შესაბამისად, გვინდოდა, განსხვავებული და ერთიანი სიტყვის შერწყმა ყოფილიყო და სახელშიც იკითხებოდეს ჩვენი საქმიანობა. ამიტომ ავარჩიეთ – “ხისხურო”

ჩვენი საქმიანობის უნიკალურობას რაც შეეხება, საკმაოდ რთულია მოძებნოთ ჩვენი შეთავაზებების მსგავსი პროდუქცია, რომელიც არის პირველ რიგში განსხვავებული და ორიგინალური და რაც მთავარია, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. ჩვენთვის ინსპირაციის წყარო ხშირად სოციალურ ქსელში განთავსებული ნამუშევრების ფოტოებია…

ხელობის სწავლას რაც შეეხება, თვითნასწავლი ვარ… ყოველთვის მომწონდა ხეზე მუშაობა, შემდგომში კი პროფესიის არჩევასთან ერთად გაჩნდა იდეა, რომ ეს საყვარელი ჰობი უფრო სერიოზულ ბიზნესად მექცია და მიმეცა სახე, სადაც საყვარელი საქმიანობა ამავდროულად შემოსავლის წყარო გახდებოდა…
მოთხოვნა საკმაოდ დიდია ხის ნაკეთობებზე და ამ საწყის დონეზე ხეზე სამუშაო იარაღებით ვცდილობთ, თავი გავართვათ ყველა შეკვეთას და დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნა…
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze

ი-ნ-ტ. ტ-რ-ე-ნ-დ-ი 2026
ბ-ი-ო-ფ-ი-ლ-ი-ა, Quiet Luxury, Japandi — 3 ტ-რ-ე-ნ-დ-ი რ-ო-მ-ლ-ე-ბ-ი-ც ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი ო-ჯ-ა-ხ-ე-ბ-ი-ს-თ-ვ-ი-ს ი-დ-ე-ა-ლ-ი-ა.
წყარო: sheniinterieri.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). გაგაცნობთ “ხისხუროს” – ქართულ სტარტაპს, რომელმაც ძველი ტრადიცია…. 24 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გაგაცნობთ-ხისხუროს-ქართ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-24T19:16:42+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

