სოხუმში 1993 წლის 19 სექტემბერს ჩავფრინდი. აფხაზებმა მორიგი ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრადიციულად დაარღვიეს და 16 სექტემბერს შეტევა ორი მიმართულებიდან დაიწყეს – შეუტიეს სოხუმს და გადაკეტეს ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი გზა.
თბილისიდან დრანდის აეროპორტში ჩაფრენისთანავე ვიგრძენი, რომ ამჯერად საქმე ბევრად უფრო სერიოზულად იყო – პირველად ფრონტის ხაზზე 1992 წლის ოქტომბერში, გაგრის დაკარგვის შემდეგ მოვხვდი (მანამდე ორი თვე ცხინვალში, ქართულ სამშვიდობო ბატალიონთან ერთად ზემო ნიქოზის შტაბში ვიყავი), მას შემდეგ სოხუმში კიდევ ხუთჯერ მომიწია ჩაფრენა (მათ შორის ტამიშის გზის გახსნაზე), მაგრამ არასოდეს ესე კრიტიკული არ ყოფილა სოხუმის ბედი…
ფრონტის ხაზი, რომელიც მანამდე მდინარე გუმისთაზე გადიოდა, დარღვეული იყო, მოწინააღმდეგის მცირერიცხოვანი ჯგუფები თითქმის ყველა მხრიდან უტევდნენ სოხუმს…
ჩვენი მთავარი “მოკავშირე”, “ომის ღმერთი” – არტილერია, რომელმაც არაერთხელ გვიშველა სოხუმზე მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიებისას, აღარ გვყავდა – 27 ივლისის მოლაპარაკებების თანახმად მთელი ქართული არტილერია სოხუმიდან ფოთში გამოვიტანეთ რუსული სადესანტო ხომალდებით (და თანაც ამაში რუს მეზღვაურებს ფულიც გადავუხადეთ!).
სოხუმის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა, მოიშალა ერთიანი მეთაურობა, სიტუაცია დაამძიმა ხელისუფლების მიერ გადადგმულმა მოუფიქრებელმა ნაბიჯმა – სკოლაში სწავლა სოხუმში მაიცდამაინც 1-ლ სექტემბერს დაეწყოთ, რის გამოც ბევრმა ადგილობრივმა, მანამდე ომს გარიდებული ბავშვები სოხუმში დააბრუნა და მძიმე არჩევნის წინ დადგა – სოხუმის ქუჩებში ებრძოლა თუ ახლობლების სამშვიდობოზე გაყვანაზე ეზრუნა… განაგრძეთ კითხვა

QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). რას იხსენებს ირაკლი ალადაშვილი 1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმთან იზანი ცერცვაძის Cy-25 მოიერიშე თვითფრინავის ჩამოგდების შესახებ.. 24 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რას-იხსენებს-ირაკლი-ალად/

