80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება – ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება.

წყალმომარაგების დროებითი შეზღუდვა დაკავშირებულია მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობასთან.

„თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი გადატანა. ახალი მილი უკვე სრულად არის მოწყობილი და ახლა საჭიროა მოქმედი ცენტრალური მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ახალი მაგისტრალური მილის მოწყობა უკვე დასრულებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კოორდინაციით. განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭიროა მისი მოქმედ წყალმომარაგების ქსელთან დაკავშირება.

სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის დაცლა. 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე ცენტრალურ მაგისტრალში წყლის მიწოდება შეწყდება. სისტემის დაცლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.

აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ დაიწყება სისტემის ეტაპობრივი შევსება. ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე, წყალმომარაგება სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად აღდგება.

გვესმის, რომ წყალმომარაგების ხანგრძლივი შეზღუდვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან დისკომფორტს შექმნის, რისთვისაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის თითოეულ აბონენტს.

სამუშაოები წინასწარ მომზადებული გეგმითა და უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება, რათა წყალმომარაგება განსაზღვრულ ვადაში აღდგეს.

გადაერთების სამუშაოების მიმდინარეობისა და შესრულებული ეტაპების შესახებ განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგულარულად მიაწვდის.

  „მედცენტრის მისიაა – ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა და სიცოცხლის გადარჩენა ყოველდღე!“

შეზღუდვის ზუსტი არეალის, წყლის ცისტერნების განთავსებისა და წყალმომარაგების აღდგენის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიაწვდის. მოსახლეობას ვთხოვთ, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყოს სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი.

ახალი ხიდი 1970-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის პარალელურად შენდება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება – ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება. 23 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/80-000-მდე-აბონენტს-წყალმომარა/

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. 80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება – ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/80-000-%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.