20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში NASA-ს Swift კოსმოსური ობსერვატორია სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ენერგიულ და საიდუმლო მოვლენებს — გამა-ანთებებს — სწავლობდა. 2004 წელს გაშვებული ეს ტელესკოპი შეუფასებელ სამეცნიერო მონაცემებს აგროვებდა და სხვა კოსმოსურ დანადგარებს კოსმოსური აფეთქებების შესახებ დროულ გაფრთხილებებს უგზავნიდა.
ახლა კი Swift-ის ბედი გადაწყვეტილია — და არა სასიხარულოდ. NASA-მ 19 აგვისტოს ოფიციალურად განაცხადა, რომ ტელესკოპის გადარჩენის გეგმა ჩაიშალა. სააგენტო ამ მიზნით ამერიკულ სტარტაპ Katalyst Space Technologies-თან თანამშრომლობდა — კომპანიას დაევალა სპეციალური რობოტული სატრანსპორტო მოდულის, LINK-ის, შექმნა, რომელიც Swift-ს უფრო მაღალ, სტაბილურ ორბიტაზე გადაიყვანდა და ამგვარად მის სიცოცხლეს გახანგრძლივებდა.
პროექტი სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა: LINK-ის შექმნას მხოლოდ 7 თვე დასჭირდა, ხოლო NASA-მ მისიაზე 30 მილიონი დოლარი გამოყო. თუმცა, ამ ინვესტიციის მიუხედავად, ტექნიკური სირთულეები დაძლეულ ვერ იქნა და გეგმა ამოქმედებამდე ჩაიშალა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Swift წლის ბოლოს დედამიწის ატმოსფეროში შევა. სავარაუდოდ, ტელესკოპის უმეტესი ნაწილი ატმოსფეროში ჩაბრუნების დროს დაიწვება, თუმცა ზუსტი პირობები ჯერ კიდევ გაურკვეველია. Swift-ის ორბიტიდან ჩამოვარდნა კოსმოსური ასტრონომიის ერთი ეპოქის დასასრულს ნიშნავს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). NASA-ს Swift ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება — გადარჩენის მისია ჩაიშალა. 23 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/nasa-ს-swift-ტელესკოპი-დედამიწაზე/

