თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

2 წუთიანი წაკითხვა

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შემოწმება მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვისაა აუცილებელი.

„მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობს თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი, რომელიც ჩაუტარდება მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სხვადასხვა ფილიალით მოსარგებლე, დაახლოებით, 1 500 ბენეფიციარს. სამედიცინო შემოწმების პროგრამა მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც აუცილებელია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, კერძოდ, კარდიოლოგის, პედიატრის კონსულტაციას, კარდიოლოგიურ კვლევებს, ანთროპომეტრიასა და ფეხის ტერფის შემოწმებას, საბაზისო ოფთალმოლოგიურ და სტომატოლოგიურ შემოწმებას, მუცლის ღრუს ექოსკოპიასა და ფიზიკური განვითარების შეფასებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფასოდ ტარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამედიცინო შემოწმების პროცესში პირველად გახდა ხელმისაწვდომი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებით მოზარდის ფიზიკური განვითარება მაღალი სიზუსტით დგინდება.

„პროექტის ფარგლებში პირველად, სამედიცინო შემოწმების პროცესში ხელმისაწვდომი გახდა და გამოყენებულია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები – HumanTrak 3D სისტემა, რომლის საშუალებითაც ფასდება მოზარდის ფიზიკური განვითარება, მოძრაობის ხარისხი და ფუნქციური მდგომარეობა 100% სიზუსტით, ხოლო სათამაშო სპორტის სახეობების სპორტსმენებისთვის SmartSpeed სისტემა, რომელიც იძლევა ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და შემდგომი განვითარების სწორად დაგეგმვის საშუალებას. ეს არის ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ის 1 500 ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი სპორტული სივრცეების ბენეფიციარია, შეძლებს, მიიღოს სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მათ შემდგომ განვითარებაში დაეხმარება“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა სპორტული მედიცინის აკადემიას, რომელიც პროექტს მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახროციელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება. 22 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-მერიის-სპორტული/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T13:10:21+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi