შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯილდოების ტარების წესები გადაასინჯა

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სამინისტროს თანამშრომლების მიერ სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების, სამკერდე ნიშნებისა და მედლების ტარების წესსა და განთავსების პრინციპებს განსაზღვრავს. ცვლილება ძალაში 2026 წლის 16 სექტემბრიდან შევიდა.

ახალი რეგულაცია ცვლის ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებას. ძველი წესით, სამკერდე ნიშანი, მედალი და მედალიონი ერთად მარცხენა მხარეს იკეთებოდა. ახლა წესები დიფერენცირდა: მედლები და მედალიონები კვლავ პიჯაკის მარცხენა მხარეს უნდა განთავსდეს, ხოლო სამკერდე ნიშნები — მარჯვენა მხარეს.

ბრძანებას დართული აქვს დეტალური ინსტრუქცია, სადაც ზუსტად არის გაწერილი სააღლუმე ფორმაზე ჯილდოების განლაგების ყველა პარამეტრი. კერძოდ, ჯილდო პიჯაკის მარცხენა სამკერდე ჯიბის სარქველიდან 4 სანტიმეტრით ზემოთ, ცენტრის თანაბრად უნდა განთავსდეს. ერთ მწკრივში ოთხზე მეტი ჯილდო დაუშვებელია, ხოლო მათი ერთმანეთთან გადაფარვა მხოლოდ მესამედის ოდენობით შეიძლება.

რანგირების პრინციპი ძირითადი მოთხოვნაა: სახელმწიფო ჯილდოები უფრო მაღლა, მკერდთან ახლოს უნდა განთავსდეს, ხოლო უცხოური ჯილდოები — ქვედა მწკრივში. ყელზე საკიდი ბაფთიანი ჯილდო ჰალსტუხის კვანძზე ეკეთება.

- Advertisement -
Ad imageAd image

თამასების (ე.წ. ზოლების) შესახებ ბრძანება ადგენს, რომ ისინი ასევე მარცხენა მხარეს, სამკერდე ჯიბის სარქველიდან 1,5 სმ-ის დაშორებით უნდა განლაგდეს. მწკრივებს შორის მხოლოდ 2 მმ-ის შუალედია დასაშვები, ხოლო თამასების ერთმანეთზე გადაფარვა — დაუშვებელია.

სამკერდე ნიშნები, ახალი წესით, მარჯვენა მხარეს, გვარის სამკერდე წარწერიდან 5 მმ-ის დაშორებით განთავსდება, ერთ მწკრივში მაქსიმუმ სამი ნიშნით. ჟეტონი კი მარჯვენა სამკერდე ჯიბის ცენტრში უნდა განლაგდეს.

Sheni Ambebi News

წყარო: on.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯილდოების ტარების წესები გადაასინჯა. 18 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შინაგან-საქმეთა-სამინის-11/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T01:47:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია