„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული – ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ ექსკურსიაზე დაკარგული ბიჭის საქმესთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს - „ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები”. გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე“

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს.

როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მას ჯუმბერ ბუჩაშვილმა მიაწოდა, რომელიც გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული.

ადვოკატის თქმით, ბუჩაშვილს მასთან შეხვედრისას საქმესთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის, გურამ დადიანიძის ფსიქოლოგთან ვიზიტისა და მისთვის დანიშნული მედიკამენტების შესახებ.

„მე შევხვდი ჯუმბერ ბუჩაშვილს. მისი ინიციატივა იყო. ის უძღვებოდა სამძებრო საქმეს. როდესაც შევხვდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა. მათ შორის, ისიც, რომ მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა. მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი წამლებს იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეკითხვები“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ადვოკატის ინფორმაციით, გურამ დადიანიძის საქმეზე გამოკითხვის ოქმებში ფსიქოლოგსა და ფსიქიატრზეც არის საუბარი, ასევე ნახსენებია მედიკამენტები, რომლებსაც, მისი თქმით, ახალგაზრდა იღებდა.

კაკაბაძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიმართეს მოთხოვნით, დადგინდეს იმ ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ვინაობა, რომლებიც გურამს პირადად ხვდებოდნენ.

მისივე თქმით, სურთ, რომ ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ და მათთვის არსებული ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან, ადვოკატის შეფასებით, შესაძლოა, ამ ინფორმაციამ გამოძიება ახალი კვალისკენ მიიყვანოს.

ტარიელ კაკაბაძე ასევე საუბრობს ჯუმბერ ბუჩაშვილის მიერ სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის პერიოდზე. მისი თქმით, ბუჩაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდში გურამის ოჯახის წევრებთან, მათ შორის სოფოსთან, კომუნიკაციაც ჰქონდა.

ადვოკატის შეფასებით, კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოძიება მაშინვე არ დაწყებულა და, მისი თქმით, საქმეზე გამოძიება სამი წლის შემდეგ დაიწყო.

„როცა თვენახევარში სამძებრო საქმე დასრულდა, რატომ მაშინვე არ დაიწყეს გამოძიება და რატომ დაიწყეს სამ წელში? ეს მაფიქრებინებს, რომ, სავარაუდოდ, გავლენიან პირებს საგამოძიებო ორგანო მფარველობდა. მერე მოიგონეს მეწყერის ვერსია და მიჩქმალეს ეს საქმე“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

  ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის გაძლიერებას გეგმავს
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული – ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს. 15 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გურამ-დადიანიძეს-მამიდა/

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული – ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.