მედიცინის ისტორიაში იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში — ერთი დედის ტყუპი ვაჟები ერთმანეთისგან მთელი ათი წლის სხვაობით დაიბადნენ. ამ განსაკუთრებული ამბის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება.
ამბავი 2009 წელს იწყება, როდესაც ვანი სახელის ჩინელი ქალი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ ეყოლებოდა, ხელოვნური განაყოფიერებისთვის კლინიკას მიაკითხა. პროცედურა წარმატებული გამოდგა და 2010 წელს ჯანმრთელი ვაჟი გაუჩნდა, რომელსაც ლუ ლუ დაარქვეს. კლინიკაში დარჩენილი ემბრიონები კი შენახული დარჩა.
წლები გავიდა. როდესაც ლუ ლუ გაიზარდა, მშობლებს სთხოვა, და ან ძმა გაეჩინათ. იმ დროს ვანი უკვე 41 წლის იყო. ოჯახი იმავე კლინიკას დაუკავშირდა და გაირკვა, რომ 2009 წელს შექმნილი ემბრიონები კვლავ იქ ინახებოდა. გენეტიკური ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს ემბრიონები ლუ ლუს დნმ-ის იდენტური გენეტიკური მასალის მატარებელი იყო — ანუ მათგან დაბადებული ბავშვი ბიოლოგიური გაგებით მისი ტყუპისცალი იქნებოდა.
2020 წლის 16 ივნისს ვანმა მეორე ვაჟი გააჩინა. ბავშვს ტონგ ტონგი დაარქვეს. ბიჭი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ამგვარად, ორი ძმა, რომლებიც გენეტიკურად ტყუპები არიან, ასაკით ერთმანეთისგან ათი წლით განსხვავდებიან — შემთხვევა, რომელიც სამეცნიერო თვალსაზრისითაც უაღრესად საინტერესოა.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). უჩვეულო შემთხვევა ჩინეთში: ტყუპები 10 წლის სხვაობით დაიბადნენ. 14 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/უჩვეულო-შემთხვევა-ჩინეთშ/

