სექტემბერი ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე ხარჯიანი თვეა — სასკოლო მომზადება, გარდერობის განახლება, ტექნიკისა და სახლის ნივთების შეძენა ერთდროულად ხდება საჭირო. ამ რეალობაზე პასუხად Silk Bank-მა სპეციალური შეთავაზება მოამზადა სითი მოლთან ერთობლივად.
14-დან 20 სექტემბრის ჩათვლით — მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში — სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანის ნებისმიერ მაღაზიაში ან სერვის-ობიექტში მერე ბარათით განხორციელებული ნებისმიერი შენაძენი შესაძლებელია 12 თვეზე გადანაწილდეს ეფექტური 0%-ის პირობებში. ანუ, გადასახდელ თანხას დამატებითი ხარჯი არ ემატება.
შეთავაზება არ არის შეზღუდული კონკრეტული ბრენდით ან კატეგორიით — მოქმედებს ორივე სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილ ნებისმიერ ობიექტზე. სითი მოლში 400-ზე მეტი ბრენდია თავმოყრილი: მოდა, სილამაზე, სპორტი, ტექნოლოგიები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კვება და გართობა — ანუ, ერთ სივრცეში სხვადასხვა სფეროს შენაძენი ერთდროულად შეიძლება ოჯახის ბიუჯეტის დაუბოლოვებლად.
მერე ბარათი Silk Bank-ის საკრედიტო პროდუქტია, რომელზეც 50-დან 30 000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტის გახსნაა შესაძლებელი. ბარათი ხელს უწყობს ყოველთვიური ხარჯების წინასწარ დაგეგმვასა და ფინანსური ბიუჯეტის მოქნილ მართვას. თუ ჯერ არ ხართ მერე ბარათის მფლობელი, მისი გაფორმება შეგიძლიათ უფასოდ — ონლაინ, Silk მობაილბანკის საშუალებით, ან პირდაპირ ბანკის ფილიალსა და პარტნიორ ობიექტში.
მისამართები: სითი მოლი საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი №70; სითი მოლი გლდანი — ი. ვეკუას ქუჩა №1.
შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ 14–20 სექტემბრის პერიოდში.
Sheni Ambebi News
წყარო: on.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). Silk Bank-ის მერე ბარათი და სითი მოლი: სექტემბრის შოპინგი 0%-იანი განვადებით. 14 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/silk-bank-ის-მერე-ბარათი-და-სითი-მო/

