“ჩვენი ოჯახი შეეწირა გიგას დაბადება-არდაბადებას, აი რატომ ვერ ვსაუბრობდი ამაზე…- ეკა კუპატაძე

ავტორი
5 წუთიანი წაკითხვა

საზოგადოება განსაკუთრებული თანაგრძნობით ადევნებს თვალს მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმესა და მისი დედის, ეკატერინე კუპატაძის ბრძოლას სამართლიანი განაჩენისთვის. ბუნებრივია, ეს ოჯახი ყურადღების ცენტრშია და ბევრისთვის ცნობილია, რომ ეკა კუპატაძე განქორწინებულია და ორი შვილი, ფაქტობრივად, მარტომ გაზარდა. როგორც თავად ამბობს, საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მის ოჯახზე გავრცელებული სხვადასხვა ვერსიის გამო გადაწყვიტა, ამ თემაზე პირველად ღიად ელაპარაკა.

როგორც ეკა კუპატაძემ გადაცემაში “ნოესთან” აღნიშნა, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მისთვის გავრცელებული ჭორების მოსმენა, თითქოს მისი შვილის თავს დატეხილი ტრაგედია ოჯახის წარსულში მომხდარ რაიმე დანაშაულს შეიძლებოდა უკავშირდებოდეს.

„ჩემამდე მოვიდა უცნაური ინფორმაცია… თურმე ჩემს ქმარს სვანეთში ვიღაც მოუკლავს და ცოდვა გადმოვიდა. ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. მე ძალიან კარგი მეუღლე მყავდა, ჩემს შვილებს ძალიან კარგი გენი აქვთ. ჩემი მეუღლის დებიც განათლებული, ძალიან ჭკვიანი და კარგი გოგოები არიან… მე ერთ სიტყვას მათზე ვერავინ ვერასდროს ცუდს ვერ მათქმევინებდა,” – აღნიშნა ეკა კუპატაძემ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წამყვანის კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა შვილებს მამასთან ურთიერთობა განქორწინების შემდეგ, ეკა კუპატაძემ უპასუხა:„არა. ქუჩაში რომ შეხვედროდა, ვერ იცნობდა.“ ამის მიუხედავად, მისივე თქმით, განქორწინების შემდეგ 13 წლის განმავლობაში მეუღლის სოფელში, მის სახლში ცხოვრობდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

„მე იქ მივედი 24 წლის გოგო და სოფელმა გულში ჩამიკრა. უკვირდათ ჩემს მეზობლებსაც კი, რომ მართალია, ჩემი ქმარი და ჩემი მულები, მათი თვალწინ გაიზარდნენ და ისინი თითით საჩვენებელი ბავშვები იყვნენ მართლა ყველასთვის, მაგრამ მერე შეხედეს, თუ როგორ გაგვიმეტეს ჩვენ ამ ყველაფრისთვის და გული წყდებოდათ. ვერავინ ვერ გაბედავდა ჩემთან, ჩემს ქმარზე ერთ ცუდ ან თუნდაც გადაკვრით ნათქვამს, ჩემს მულებზე ერთადერთხელ მაინც გადაკვრად ვერავინ ვერასდროს ვერაფერს იტყოდა – ვერც სოფელი, ვერც ჩემი სანათესაო – ვერავინ გაბედავდა.“

როგორც ეკა კუპატაძე იხსენებს, მეუღლესთან დაშორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი დედამთილთან შექმნილი რთული ურთიერთობაც გახდა.

  Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში

„მოკლედ, მოხდა ისე, რომ ვერ ჩავჯექი დედამთილის სტანდარტებში. არ ვიცი, ცოტა სხვა მოთხოვნები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ შრომელი ადამიანი ვიყავი. ვერავინ იტყვის, ეკა ზარმაცი იყო, ხელმრუდი იყო… არ ვიყავი ცუდი ქცევის, ცუდი წრის წარმომადგენელი, მაგრამ ვერ მიმიღო რატომღაც. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე ჩემი დედამთილი წრფელი გულით მიყვარდა, მართლა მიყვარდა და ეს ჩემმა ყოფილმა მეუღლემ იცის. მე ჩემს მამამთილზე მზე და მთვარე ამომდიოდა, მასაც ასევე ჩემზე და ეს ჩემმა ყოფილმა მეუღლემ იცის… ჩემმა დედამთილმა, რამდენადაც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ჩემს მეზობელს უხრა, რომ გაგული, იცოდე, აქაურობა არის ეკასი და ნიკასი. მაშინ გიგა დაბადებული არ იყო, ორი კვირის თუ სამი კვირის იყო, როცა ჩემი დედამთილი გარდაცვალა და ეს უთხრა, ანუ მადლი, სიკეთე, სწორი და კარგი სიტყვა არავის არ უნდა დაკარგოს“, – აღნიშნა მან.

ეკა კუპატაძის მონათხრობის ყველაზე მძიმე ნაწილი გიგას დაბადებამდე პერიოდს ეხება. მისი თქმით, ოჯახი მაშინ დაინგრა, როდესაც გიგაზე დაახლოებით ექვსნახევარი თვის ორსული იყო.მისი მონათხრობით, ორსულობისას ძლიერი ტკივილი დაეწყო, რაც, სავარაუდოდ, კენჭის გავლას უკავშირდებოდა. კლინიკაში მეზობელმა და მისმა მეუღლემ წაიყვანეს. იმ პერიოდში მისი მეუღლე ქუთაისში, კლინიკაში მუშაობდა.

„მქონდა კენჭის გავლა, მქონდა რაღაც საშინელი მწვავე ტკივილები… იმ შეტევამ, იმ ტკივილმა გამიარა, როცა კლინიკაში ვიყავი და დილით მოვიდა ჩემი მეუღლეც. მაშინ ვუთხრა ექიმმა, რომ ფეხმძიმობა უნდა შეწყვეტილიყო. ექიმმა მეუღლეს უთხრა, რომ შესაძლოა ბავშვი იყოს რაღაცა ფიზიკური ნაკლით, არც ეხო, არანაირი კვლევა არ გამიკეთებია, პირდაპირ ესე ზეპირად. აი, ამის წინააღმდეგ წავიდა ჩემი ოჯახი და როგორი წინააღმდეგ წავიდა იცით? ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ, კოტემ, თქვა ასეთი რაღაც, ჩემს ქმარს ვუთხრა: დაიბადოს ეს ბავშვი. თუკი ბავშვი იქნება ფიზიკური ნაკლით, მე წავიყვან ამ ბავშვს, ის იქნება კოტე კუპატაძის ძე და გავზრდი მას მე. თუ არ ექნება ფიზიკური ნაკლი, რატომ ხომ წინააღმდეგი, შენ ხომ იცოდი მთელი ექვსი თვის მანძილზე, რომ შენი მეუღლე ელოდებოდა შვილს. ასე რომ, ჩემი ოჯახი ამას დახვდა ძალიან მკაცრად და ღირსეულად და ისე გაჩნდა გიგა ავალიანი. ჩვენი ოჯახი შეეწირა გიგას დაბადება არ დაბადებას, აი რატომ ვერ ვსაუბრობდი ამაზე. თორემ როცა ოჯახი იხლიჩება, იქ ბუნებრივია რაღაც ხდება. შესაძლოა მეტი წილი დანაშაული ჰქონდეს რომელიმე ერთ მხარეს, მაგრამ აუცილებლად იქ მეორე მხარეც რაღაცას არასწორად აკეთებს, თორემ ოჯახი ისე არ იხლიჩება. მე უდიდესი სიყვარულით მიყვარდა ჩემი მეუღლე. სწორედ გიგას დაბადება არ დაბადების გამო მოხდა ეს,“ – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

  თბილისში ბინების გირავნობაზე მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე მიწოდება - უძრავი ქონების აგენტი

შენი ამბები. (2026). “ჩვენი ოჯახი შეეწირა გიგას დაბადება-არდაბადებას, აი რატომ ვერ ვსაუბრობდი ამაზე…- ეკა კუპატაძე. 14 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩვენი-ოჯახი-შეეწირა-გიგა/

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. “ჩვენი ოჯახი შეეწირა გიგას დაბადება-არდაბადებას, აი რატომ ვერ ვსაუბრობდი ამაზე…- ეკა კუპატაძე [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%92%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.