უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სარატოვის ოლქში დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. შეტევამდე ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა, მოსახლეობას საჰაერო საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
იმავე შეტევის ფარგლებში სარატოვის ოლქში განლაგებული მსხვილი ელექტრონული კომერციის კომპანიის OZON-ის საწყობიც დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, შენობაში ხანძარი ჩაჩნდა და პერსონალის სასწრაფო ევაკუაცია დასჭირდა. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
სარატოვი მოსკოვიდან დაახლოებით 850 კილომეტრშია და ბოლო პერიოდში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ამ ტიპის ინციდენტები რუსეთის სიღრმეში სულ უფრო ხშირი გახდა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კი ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებმა იერიში მიიტანა — ხანძარი გაჩნდა. 11 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სარატოვის-ნავთობგადამამ/

