აშშ-ის ოჰაიოს შტატში, ქალაქ კანტონში, უჩვეულო შემთხვევა განვითარდა — სახლში დაბრუნებული ქალი საძინებელში მძინარე სრულიად უცნობ კაცს წააწყდა.
Associated Press-ის ცნობით, გაურკვეველი გარემოებებით სახლში შეპარული მამაკაცი დაპატრონებივით გრძნობდა თავს: ჯერ აუზით ისარგებლა, შემდეგ სამზარეულოში გადასულა, სადაც მაცივარში ნაპოვნი შემწვარი ქათამი შეჭამა, ხოლო ბოლოს სასტუმრო ოთახში მშვიდად ჩაეძინა.
სწორედ ამ მდგომარეობაში — ღრმა ძილში — აღმოაჩინა იგი სახლის მფლობელმა ქალმა, რომელმაც დაუყოვნებლივ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ და კაცი დააკავეს.
გამოძიების ვარაუდით, დამნაშავე სავარაუდოდ ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge

